17:31 | 2020-02-21 ავტორი: Prime Time

გოგი წულაია: „ანჯელინა ჯოლი მიყვარს და მისი გაცნობა მინდა“

გოგი წულაია: „ანჯელინა ჯოლი მიყვარს და მისი გაცნობა მინდა“

ჩვენი ბლიც ინტერვიუს დღევანდელი სტუმარი პარტია „თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე გოგი წულაიაა. ის კარგი იუმორის გრძნობით, უშუალობით და პოზიტიურობით გამოირჩევა, რის გამოც საზოგადოებას მასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს.

 

იგი „პრაიმტაიმის“ კითხვებსაც ხალისიანად პასუხობს.

 

დავიბადე –  1963 წლის 12 ივნისს.

 

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია – სიყვარული.

 

ვიქნებოდი – რაც ვარ ახლა.

 

რომ არ დავბადებულიყავი საქართველოში – დავიბადებოდი  სამხრეთულ ქვეყანაში, ალბათ ესპანეთში.

 

დილა იწყება – ყავით.

 

საყვარელი ადგილი – ჩემი ქუთაისი, სახლი, ეზო, ქუჩა…

 

ბავშვობაში მინდოდა – რესტორნის, ან ღვინის ქარხნის დირექტორი გავმხდარიყავი. ორივე ამოჩემებული მქონდა.

 

სიტყვა, რომელსაც ხშირად ვიყენებ –  „შობელძაღლო!“ (იცინის).

 

ყველაზე კარგი რჩევა, რომელიც მოუციათ – „ადამიანო, იცოდე, თუ კი ვინმემ რამე შეძლო, ესე იგი იმის გაკეთება შენც შეგიძლია, მაგრამ აუცილებელი არაა, ყველაფრი იგივე აკეთოო“ – მარკუს ავრელიუსს აქვს ნათქვამი და ეს ჩემთვის ყველაზე კარგი რჩევაა.

 

ცნობილი ადამიანები, რომლებსაც პირადად ვიცნობ – პოლიტიკოსებს, მსახიობებს, მომღერლებს… ასეთი ძალიან ბევრია.

 

საყვარელი მუსიკალური მიმდინარეობა და შემსრულებელი – მთელი ახალგაზრდობა როკენროლს ვუსმენდი და ბითლზები მიყვარდა ძალიან.

 

ბოლოს წავიკითხე – 3 დღის წინ დავასრულე ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, უხსიათოდ ვიყავი და ხასიათის გამოსწორება მინდოდა.

 

მოგონება ბავშვობიდან – ძალიან ცელქი ვიყავი, მახსოვს, სახლში დიდი ოთახები გვქონდა და დედაჩემი მომსდევდა დასასჯელად, ამ დროს მამაჩემი შემოვიდა და ისიც გამომეკიდა… – ორი ერთზე მეთქიი? აღვშფოთდი… მამაჩემს გაეცინა და დედას მიმართა – დაანებე თავიო (იცინის).

 

 

ჩემზე ამბობენ – ზოგი ამბობს ტაკიმასხარააო, ზოგი – კაი ტიპიაოპოზიტიურიაო

პირველი წარმატება – წარმატებაა, რომ მყავს მეუღლე და ორი შვილი, პირველი წარმატებაა – ჩემი პირველი შვილი.

არასოდეს – თქვა არასოდეს.

 

მეშინია – წავიდე უსახელოდ, წავიდე ისე, რომ საკუთარი თავის რეალიზება ვერ მოვასწრო.

 

ვიბრძოლებ  – ბოლომდე, გამარჯვებისთვის და თავისუფლებისთვის!

 

განვიცდი – იმას, რა დღეშიც ამ წუთას ქვეყანაა, რომ ამდენი გაჭირვებული ადამიანია გარშემო…

 

სხვებისგან განვსხვავდები – ხასიათით, უშუალობით, იუმორის გრძნობით (ალბათ).

 

ჩემი თვისებებიდან ვმალავ – არაფერს ვმალავ, პირიქით.

 

ბავშობაში მეგონა – რომ ბედნიერი ცხოვრება მექნებოდა, ყველაფერი ადვილი იქნებოდა.

 

დღე, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა – 22 მაისი, როცა დავქორწინდი.

 

10 წლის შემდეგ – მინდა საქართველო წარმატების გზაზე იდგეს.

 

მჯერა – უკვდავების, სიყვარულის, მეგობრობის…

 

არ მჯერა – ღალატის და უმადურობის.

 

ვაპროტესტებ – ყველაფერს! ამ ქვეყანას რომ მოვევლინე, იმასაც ვაპროტესტებ (იცინის).

 

უნარი, რომელსაც მინდა ვფლობდე – ვთვლი, რომ ადამიანს ყველა უნარი გააჩნია, რაც უნდა გააჩნდეს, უბრალოდ თვითონ ვერ ახერხებენ ამ უნარების განვითარებას. ასე რომ, თუ რამე არ მივარგა – ჩემი ბრალია.

 

მინდა გავიცნო – ანჯელინა ჯოლი მიყვარს და მისი გაცნობა მინდა (იცინის).

 

ბოლოს ვიტირე – ძალიან ემოციური ვარ, როცა ჯარისკაცის მამას ვუყურებ ყოველთვის ვტირი. ბოლოს 20 ივნისის დარბევის დროს ვიტირე, ამ დროს ქუთაისში ვიყავი და 26 მაისის დარბევა და იმჟამინდელი მდგომარეობა გამახსენდა.

 

სიტყვა, რომელიც არ მიყვარს – ღალატი.

 

საკუთარ თავში მომწონს – ნარცისი არ ვარ, რაც ვარ, ეს ვარ.

 

საკუთარ თავში არ მომწონს – ცოტა ზარმაცი ვარ.

 

სხვებში ყველაზე მეტად ვაფასებ – სიყვარულის უნარს.

 

მაღიზიანებს – ლევ ტოლსტოის აქვს გენიალურად ნათქვამი – „ქურდს გავუგებ და კიდევაც ვაპატიებ, მკვლელს გავუგებ და ვერ ვაპატიებ, ხოლო გულგრილ ადამიანებს ვერ გავუგებ და ვერც ვაპატიებ!“ გულრილობა ყველაზე დამღუპველი და მიუღებელია ჩემთვის.

 

ყველაზე რთული პერიოდი – ალბათ ახლა მიდგას.

 

საკუთარ თავში შევცვლიდი – სიზარმაცეს.

 

ყველაზე ბედნიერი ვარ, როცა – საყვარელ ადამიანებთან, მეგობრების წრეში, ოჯახში როცა ვარ.

 

ნივთი, რომელსაც სულ ვატარებ – ჯვარი.

 

ვერასოდეს ვაპატიებ – გულგრილობას და უმადურობას.

 

ვნანობ – რომ მეტი ვერ გავაკეთე… როცა რაღაც დავიზარე, ან რაღაცის შემეშინდა, ვერ შევძელი თქმა, ან გაკეთება…

 

 

ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, რაც მიმიღია – საათი, ხატი…

 

ყველაზე გამაღიზიანებელი შეკითხვა ადამიანებისგან – „გადავრჩებით?“ ძალიან მაღიზიანებს! გადავრჩებით არა ჩემი ფეხები! (იცინის), თუ არ იმუშავებ, თუ არ იბრძოლებ, ან გადარჩები ან არა!

 

ახლა ყველაზე მეტად მინდა – თბილი გარემო, სიყვარული და ბევრი ღიმილი.

 

ჩემი უახლოესი გეგმა და მიზანი – არჩევნებში გამარჯვება!

 

ავტორი: მარიამ ხითარიშვილი

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X