16:30 | 2021-07-13 ავტორი: Prime Time

გლოვის დღე უნდა იყოს დღეს – ზურაბ ქადაგიძე ლექსო ლაშქარავას დაკრძალვას ეხმიანება

გლოვის დღე უნდა იყოს დღეს – ზურაბ ქადაგიძე ლექსო ლაშქარავას დაკრძალვას ეხმიანება

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დაკრძალვას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ დღეს გლოვის დღე უნდა იყოს და არ არის საჭირო სამძიმრის პირდაპირი ეთერებით ჩვენება და პოლიტიკოსების “დამჟავებული” სახეებით კამერებთან კეკლუცი.

 

„გლოვის დღე უნდა იყოს დღეს და რა უბედურებაა სამძიმრის პირდაპირი ეთერებით ჩვენება და პოლიტიკოსების “დამჟავებული” სახეებით კამერებთან კეკლუცი?

VIDEO: თინა ხიდაშელი უმძიმეს დღეებზე - შეტევა იყო განხორციელებული მთელს ორგანიზმზე
2021-07-13VIDEO: თინა ხიდაშელი უმძიმეს დღეებზე - შეტევა იყო განხორციელებული მთელს ორგანიზმზე

 

რა განსხვავებაა იმ ფუნდამენტალიზმში რაც არავის მოგვწონს, ვისთვისაც მიუღებელია ნებისმიერი ძალადობა და თავისუფლებით შეფუთული “მეინსტრიმი”, რომელიც ხშირად იმაზე მეტად ძალადობს ადამიანებზე, ვიდრე ის კრიმინალები ვინც ჟურნალისტებს თავს ესხმოდა…

 

ყველანაირი მორალური ზღვარი მოშალეთ? – ყოჩაღ!“,-წერს ქადაგიძე.

 

„ტვ პირველის“ ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა დაკრძალეს. ლექსო ლაშქარავა კოლეგებმა, მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს.

 

 

 

 

TV პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. ის გარდაცვლილი საკუთარმა დედამ საწოლში ნახა.

 

შეგახსენებთ, 5 ივლისს გამართულ აქციაზე ძალადობრივმი ჯგუფის წევრებმა ლექსო ლაშქარავა სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც ის მძიმე დაზიანებებით კლინიკაში მოხვდა, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

 

“TV პირველის” ოპერატორს გარდაცვალების შემდეგ, მედიის წარმომადგენლები პროტესტის ნიშნად, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, აქციებს მართავენ.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!