13:18 | 2020-03-19 ავტორი: სალომე ნეფარიძე

გლობალურად ეპიდსიტუაცია მთელ მსოფლიოში უარესდება – ამირან გამყრელიძე

„გლობალურად ეპიდსიტუაცია მთელ მსოფლიოში უარესდება. დღევანდელი რიცხვით დადასტურებულია დაახლოებით 220 ათასი შემთხვევა, 176 ქვეყანაში“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლი ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.

 

მისივე თქმით, ჩინეთს გარეთ სიტუაცია ყოველდღიურად უარესდება, განსაკუთრებით კი ევროპაში, რომლის ნაწილის არის საქართველოც.

 

„გლობალურად ეპიდსიტუაცია მთელ მსოფლიოში უარესდება. დღევანდელი რიცხვით დადასტურებულია დაახლოებით 220 ათასი შემთხვევა, 176 ქვეყანაში. აქედან ახალ შემთხვევათა რაოდენობა ყოველდღიურად იკლებს ჩინეთში, ასევე სერიოზული პოზიტიური ძვრა არის სამხრეთ კორეაში. დანარჩენ შემთხვევაში ჩინეთს გარეთ სიტუაცია ყოველდღიურად უარესდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროპა, რომლის ნაწილი ჩვენც გახლავართ, აქედან გამომდინარე მეტი სიფხიზლე და მეტი ყურდღება გვჭირდება. ყველაზე მეტი ჩინეთის შემდეგ არის იტალიაში – 36 ათასამდე შემთხვევა, შემდეგ მოდის ირანი, ესპანეთი, გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები “, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

რა ხდება საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დღიდან

 

 

19 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 40 ადამიანს, მათ შორის 4 ბავშვია.

 

დადასტურებულ შემთხვევებს შორის ერთი, N1 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა და ის საავადმყოფოდან 14-დღიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციით გაწერეს. კარანტინის რეჟიმში რჩება 1 261 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 216.

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის განცხადებით, ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლდება, თუმცა, შესაძლოა, მომდევნო კვირას ინფექციის პირველწყარო ვეღარ დაადგინონ.

 

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, დაავადებულთა რაოდენობა 80-100-მდე გაიზარდოს და პიკური მომენტი დადგეს.

 

რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.

 

ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებას დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია აქვს მიცემული, მათ შორის, კაფე-ბარებსა და რესტორნებს.

 

აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება და სრულად შეზღუდულია სპორტ დარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება.

 

ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.

 

შეზღუდვები შეეხოთ ჟურნალისტებსაც,  კონკრეტული ლოკაციებიდან მუშაობის უფლება აქვთ, მთავრობის ბრიფინგებზე მათი დაშვება აიკრძალა. მედიები ბრიფინგის საერთო სიგნალს მიიღებენ და კითხვებს წინასწარ გაგზავნიან.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს.

ამ ეტაპზე იძულებით კარანტინშია გადაყვანილი 99 ადამიანი.

 

ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს, რომ თუ დავიცავთ კარანტინისა და თვითიზოლაციის წესებს, დამაზიანებელი ეფექტი მინიმალური გვექნება

 

კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.

 

ასევე საინტერესოაკორონავირუსი საქართველოში – ვინ არიან დაინფიცირებულები

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X