fbpx
10:47 | 2020-07-15 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

გლდანის ხევში სამი სკვერი მოეწყობა

გლდანის ხევში სამი სკვერი მოეწყობა

თბილისის მერიის ინფორმაციით, გლდანის რაიონის გამგეობის მიერ სკვერების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. გლდანის ხევში სამი ახალი სკვერი იქნება, მათ შორის NI–NIა კორპუსებთან დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 500 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე განხორციელდა.

 

პროექტის შედეგად, მოეწყო მოსასვენებელი სივრცე, საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდა გარე განათების სისტემები, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.

 

აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 74 290 ლარი დაიხარჯა.

 

დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მუქაუტაძე, მაჟორიტარ დეპუტატ კობა კობალაძესთან  ერთად გაეცნო.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე
X