19:28 | 2020-09-18 ავტორი: Prime Time

„გირჩი“-ს წევრმა „შარდის სიწმინდის“ შესახებ კანონი გაასაჩივრა

„გირჩი“-ს წევრმა „შარდის სიწმინდის“ შესახებ კანონი გაასაჩივრა

დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრმა ლალი ანთიძემ სარჩელი შეიტანა, რომლითაც „შარდის სიწმინდის“ შესახებ საქართველოს იმ კანონს ასაჩივრებს, რის საფუძველზეც დეპუტატობის კანდიდატებმა შარდის ანალიზი უნდა ჩააბარონ.

 

როგორც უმაღლესი საბჭოს არჩევნებში „გირჩის“ სიის პირველი ნომერი ლალი ანთიძე აცხადებს, ეს კანონი არის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი.

 

„ჩემი დებიუტია პოლიტიკაში. აღმოვაჩინე, რომ თურმე უნდა ჩავაბარო შარდის ანალიზი. ეს პროცედურა არის შეურაცხმყოფელი, მიუღებელი და უხერხული. პარტიული სიის პირველი ნომერი ვარ. მე უნდა დავაკომპლექტო სია და კიდევ უფრო უხერხულია, თანაგუნდელები ვაიძულო დაემორჩილონ ამ კანონს“, – აცხადებს ლალი ანთიძე.

 

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები