fbpx
15:50 | 2020-09-23 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

გიორგიმ გაიღვიძა და უკვე ლაპარაკობს! – ემზარ კვიციანი თამაზ მეჭიაურის მძღოლზე

გიორგიმ გაიღვიძა და უკვე ლაპარაკობს! – ემზარ კვიციანი თამაზ მეჭიაურის მძღოლზე

„პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრი, ემზარ კვიციანი თიანეთის მერის, თამაზ მეჭიაურის მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს:

 

„წუხელ ჩვენთან მოვიდა. შეურაცხყოფა მიაყენა და სცემა ჩემი შვილი“ - მეჭიაურის მძღოლმა თვითმკვლელობა სცადა
2020-09-18„წუხელ ჩვენთან მოვიდა. შეურაცხყოფა მიაყენა და სცემა ჩემი შვილი“ - მეჭიაურის მძღოლმა თვითმკვლელობა სცადა

 

„სასიხარულო ამბავი მინდა გაუწყოთ! მე-5 დღეა, რაც თამაზ მეჭიაურის მძღოლმა 22 წლის გიორგიმ თავი ჩამოიხრჩო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.

 

დღეს მოხდა სასწაული – ექიმების შრომის და მამაოების ლოცვის შედეგად, გიორგიმ გაიღვიძა და უკვე ლაპარაკობსო, თამაზმა მითხრა! დიდება ღმერთს! მადლობა ექიმებს და მადლობა მამა ნიფონტის, მამა იაკობს, მამა ნიკოლოზს და მამა გიორგის! იხარეთ ქართველებო! იხარეთ ქართველთმოყვარეებო! ამას ჰქვია უფლის სასწაული!“, – წერს კვიციანი.

 

რა მოხდა თვითმკვლელობის მცდელობამდე ხევსურთსოფელში - რწმუნებული ბრალდებებს პასუხობს
2020-09-18რა მოხდა თვითმკვლელობის მცდელობამდე ხევსურთსოფელში - რწმუნებული ბრალდებებს პასუხობს

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X