20:46 | 2020-06-29 ავტორი: თეონა აბესაძე

გიორგი ზარნაძის იურიდიულმა კომპანიამ სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების გადამოწმება დაიწყო

გიორგი ზარნაძის იურიდიულმა კომპანიამ სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების გადამოწმება დაიწყო

დღევანდელ ქართულ რეალობაში გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია არის მაღალკვალიფიციური და გამოცდილი  კორპორატიული იურისტების და ადვოკატების გუნდით დაკომპლექტებული ერთადერთი კომპანია, რომელმაც პირველმა დაიწყო კამპანია „გადაამოწმე დეველოპერი“.

 

კამპანიის ფარგლებში კორპორატიული იურისტები პასუხისმმგებლობას იღებენ მოსახლეობის იმ ნაწილის ინტერესებზე, ვისაც სურს უძრავი ქონების შეძენა, თუმცა არ იცის სამშენებლო დეველოპერული-კომპანიის საქმიანობის ისტორია.

 

დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემა, უკვე დიდი ხანია საქართველოსთვის გამოწვევად იქცა. კომპანიები „ცენტრ პოინტი“, „სვეტი“, არის ნათელი მაგალითი  დაზარალებული მოქალაქეებისა, რომელთა რიცხვმა 2500-ს გადააჭარბა და ყოველდღიურად იმდენად იზრდება, არავინ იცის რა რაოდენობას მიაღწევს უახლოეს მომავალში.

 

ქართულ რეალობაში ცხოვრობს უამრავი ადამიანი, რომელსაც თანხა აქვს გადახდილი და წლებია, საკუთარ ფართს ელოდება.

დაუსრულებელი მშენებლობის არა ერთი მიზეზი შეგვიძლია გამოვყოთ, კერძოდ: დეველოპერული კომპანიის ფინანსური გაუმართაობა; სამშენებლოებს, მფლობელებსა და ამხანაგობებს შორის წარმოშობილი დავები; ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი საცხოვრებელი გარემო-პირობების გაუარესების მიზეზით; არასწორი პროექტების გამო წამოჭრილი არაერთი იურიდიული პრობლემა; დამკვეთის გადახდისუუნარობა ან ყადაღადადებული მშენებლობები და  დაუსრულებელი სასამართლო პროცესები.

 

პრობლემა იმდენად დიდია და მსგავსი დეველოპერული პროექტი იმდენად ბევრია, რომ ჯამური საინვესტიციო ღირებულება, რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს აღემატება. მართალია, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც 2008 წლამდე დაწყებული და დაუსრულებელი მშენებლობებისთვის კომპანიებს შეღავათები 2026 წლამდე გაუხანგრძლივდებოდათ, მაგრამ დაზარალებულ მხარედ ისევ მოსახლეობა რჩება.

 

როგორ ვიპოვოთ გამოსავალი?

გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია სრულად ამოწმებს თითოეული სამშენებლო-დეველოპერული კომპანიის საქმიანობის ისტორიას, ინფორმაციას უძრავი ქონების შესახებ, აქვს თუ არა სასამართლოში დავა, როგორია მშენებლობისა და სამშენებლო მასალების ხარისხი, ინფორმაციას შემოსავლების სამსახურიდან და მოვალეთა რეესტრიდან, აქვს თუ არა სწორად შედგენილი პროექტი, რას მოიცავს არქიტექტურის სამსახურიდან მიღებული საპროექტო და სანებართვო დოკუმენტაცია, საჭიროებს თუ არა სხვა დოკუმენტაციას.

 

გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია უზრუნველყოოფს წარმომადგენლობას გამყიდველ კომპანიასთან, ნასყიდობის ან/და წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას და საჯარო რეესტრის რეგისტრაციისას.

 

კომპანიის იურისტები მზად არიან დაიცვან მოსახლეობის ინტერესები.

 

ავტორი: თეონა აბესაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X