fbpx
20:45 | 2020-10-29 ავტორი: თამთა თორდია

„გიორგი ვაშაძე გახლავთ საერთო ოპოზიციის ისტორიული შეთანხმების კანდიდატი და ყველას მოგიწოდებთ, რომ მას დაუჭიროთ მხარი,“ – შალვა ნათელაშვილი

„გიორგი ვაშაძე გახლავთ საერთო ოპოზიციის ისტორიული შეთანხმების კანდიდატი და ყველას მოგიწოდებთ, რომ მას დაუჭიროთ მხარი,“ – შალვა ნათელაშვილი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წინასაარჩევნო დასკვნით ღონისძიებაზე მისულმა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გიორგი ვაშაძეს მხარდაჭერა საჯაროდ გამოუცხადა. ნათელაშვილმა ღონისძიებაზე მისულ ამომრჩეველს სიტყვით მიმართა და მათ ისანში ვაშაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

 

როგორც ლეიბორისტულმა პარტიის ლიდერმა აღნიშნა, გიორგი ვაშაძე ისნის ოლქში  ოპოზიციური პარტიების საერთო მაჟორიტარობის კანდიდატია.

 

„31 ოქტომბერს ქართველი ხალხი ჩვენს ქვეყანას გაუკეთებს ვაქცინას სახელწოდებით ანტი ბიძინა, რათა არასოდეს ასეთები ხელისუფლებაში არ მოვიდნენ. დიახ ეს არის ისტორიის განაჩენი, ტყუილებზე, უზნეობაზე, გადაგდებაზე, ძალადობაზე, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის წახდენაზე, ადამიანთა უპატივცემლობაზე, პატიოსანი-წესიერი და პროფესიონალი პერსონების დაუფასებლობაზე და კიდევ მრავალ უსამართლო ქმედებებს ქართველი ხალხი არასდროს არავის არ პატიობდა და განაჩენის წერა დაწყებულია თქვენს მიერ ამ შეხვედრაზე.

 

ერთიანობამდე ქართულმა ოპოზიციამ და ქართულმა პოლიტიკურმა გონმა გამოიარა საუკუნოვანი მწარე გამოცდილებები მაგრამ ბოლოს პოლიტიკურმა სივრცემ მოახერხა დამსხდარიყვნენ ერთად და ეთქვათ, რომ ასეთი ხელისუფლებები როგორიც დღეს გვყავს არასდროს არ იქნება და რომ ხალხია ხელისუფლების წყარო.

 

დიახ ბატონი გიორგი ვაშაძე ოპოზიციის საერთო კანდიდატია, ის გახლავთ ამ საერთო ოპოზიციის ისტორიული შეთანხმების კანდიდატი და ყველას მოგიწოდებთ, რომ მას დაუჭიროთ მხარი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ამ მოწოდების არასდროს არ შემრცხვება რადგან საქმე გვაქვს რეფორმატორ, ნიჭიერ, ეროვნულ, აქტიურ, სახელმწიფო და პოლიტიკურ მოღვაწესთან, რომელსაც დიდი მომავალი აქვს. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი ყველა იმ პოლიტიკოსს, რომელიც ეროვნულ ქურაში არიან გამოზრდილნი, რომლებიც შორიდან კი არ უყურებენ ქვეყანას, როგორც საექსპერიმენტო ობიექტს, არამედ თვითონვე იწვებიან იმ ცეცხლში რაშიც ჩვენ ვართ, გიორგი კი ზუსტად ასეთია, თავის თანამებრძოლებით. მეგობრებო 31 ოქტომბრის საღამოს, ჩვენ გვექნება თავისუფლება მოპოვებული და დაიწყება ქვეყნის მართვა კოალიიური პრინციპებით ყოველგვარი ერთპიროვნული მმართველების გარეშე, დიახ ეს არის თვენი მონაპოვარი, რომელიც იყო თქვენი შეკვეთა და ჩვენ ეს შევასრულეთ“ – შალვა ნათელაშვილი.

 

(R)

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X