19:54 | 2021-04-16 ავტორი: ზურა დვალაშვილი

გიორგი ვაშაძე დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

გიორგი ვაშაძე დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

“სტრატეგია აღაშენელის” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძს განცხადებით, კრისტიან დანიელსონის მედიაციით შემდგარ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.

 

“პირდაპირ გეუბნებით, ამ დოკუმენტს არ ექნება ჩემი ხელმოწერა, რადგან ამ დოკუმენტში ბევრი გაურკვეველი საკითხია ორ მნიშვნელოვან თემაზე, რაც უნდა დაზუსტდეს და გაირკვეს”. – ამბობს გორგი ვაშაძე.

 

მისი თქმით, შემოთავაზებული დოკუმენტი პოლიტპატიმრებისა და ვადამდელ არჩენების თემას ვერ წყვეტს, ამიტომ მასზე ხელმოწერა საბოლოო შეთანხმებას არ ნიშნავს.

 

“ჩვენ გვექნება ელჩებთანაც კომუნიკაცია. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება უბრალოდ, ფრაზებით ვერ დასრულდება. დანიელსონის შემოთავაზება იყო ამ სამ პუნქტზე ხელმოწერა და იმ ორ პუნქტზე გაგრძელება მსჯელობის. დაველოდებით მათთან კომუნიკაციას. ამ ფორმით, ამ დოკუმენტს, ნამდვილად, ხუთივე პუნქტს, არ მოეწერება ხელი. იმ სამ პუნქტზე ჩვენც მზად ვართ, რომ ხელი მოვაწეროთ, მაგრამ, ეს საბოლოო შეთანხმებას არ ნიშნავს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ TV პირველის ეთერში.

 

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე ხელს მოაწერს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

„ქართული ოცნება“ დანიელსონის დოკუმენტს ხელს აწერს

 

ავტორი: ზურა დვალაშვილი


X