23:09 | 2021-04-16 ავტორი: ზურა დვალაშვილი

როგორ გაზარდა გიორგი ვაშაძემ ქონება 2 თვეში 5 მილიონით

როგორ გაზარდა გიორგი ვაშაძემ ქონება 2 თვეში 5 მილიონით

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე 12 მილიონი ლარის ბიტკოინს და 2.6 მილიონის ეთერიუმს ფლობს. ამის შესახებ მისი ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა.

 

უფრო დეტალურად, კრიპტოვალუტების მიხედვით გიორგი ვაშაძის ქონება ასე ნაწილდება:

 

ბიტკოინი – დეკლარაციის შევსების დროს გიორგი ვაშაძე 57 ბიტკოინს ფლობდა, ერთი ბიტკოინი $44,500 ღირდა, შესაბამისად მისი ჯამური ღირებულება $2,536,500 დოლარს, ანუ 8,395,815 ლარს შეადგენდა. იქიდან გამომდინარე, რომ ამჟამად ერთი ბიტკოინის ღირებულება $61,399 დოლარია, თუკი ვაშაძე კვლავ ფლობს 57 ბიტკოინს (დეკლარაცია 2 თვის წინ, თებერვალში შეავსო – რედ.), მაშინ ამ კრიპტოვალუტის ჯამური ფასი $3,499,743 დოლარი, ანუ 12,004,118 ლარია.

 

ეთერიუმი – დეკლარაციის შევსების დროს გიორგი ვაშაძე 315 ეთერიუმს ფლობდა, ერთი ეთერიუმი $1,710 ღირდა, შესაბამისად, მისი ჯამური ღირებულება $538,650 დოლარს, ანუ 1,782,931 ლარს შეადგენდა. იქიდან გამომდინარე, რომ ამჟამად ერთი ეთერიუმის ღირებულება $2,409 დოლარია, თუკი გიორგი ვაშაძე კვლავ ფლობს 315 ეთერიუმს, მაშინ ამ კრიპტოვალუტის ჯამური ფასი $758,835 დოლარი, ანუ 2,602,804 ლარია.

 

წყარო: bm.ge

ავტორი: ზურა დვალაშვილი


X