16:00 | 2020-07-09 ავტორი: Prime Time

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის მობილურში პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია აღმოჩნდა

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის მობილურში პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია აღმოჩნდა

გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად, ერთ-ერთი ფიგურანტი პირის მობილურ ტელეფონში შენახული აღმოჩნდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია. ამის შესახებ გენერალური პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

 

„გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად, ერთ-ერთი ფიგურანტი პირის მობილურ ტელეფონში შენახული აღმოჩნდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია.

მათ შეუძლიათ ნებისმიერი თქვენგანი გამოგაცხადონ „კაწროდ“ - რა ფოტოებს ავრცელებს ბილანიშვილის ადვოკატი
2020-07-09მათ შეუძლიათ ნებისმიერი თქვენგანი გამოგაცხადონ „კაწროდ“ - რა ფოტოებს ავრცელებს ბილანიშვილის ადვოკატი

 

ამის გამო, 2020 წლის 09 ივლისს, ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის შესაძლო უკანონო მოპოვებისა და შენახვის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

საქმე, იმავე დღეს, გამოსაძიებლად გადაეცა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს.

 

საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რათა გაირკვეს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, როგორც მოპოვების ასევე შენახვის კანონიერების საკითხი.

 

გამოძიება ასევე შეისწავლის შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლის მიერ, დაცვის მხარესთან მტკიცებულებების გაცვლისას, ზემოხსენებული პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გადაცემის გარემოებებს.

 

პროკურატურა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში შეაფასებს საქმის ყველა გარემოებას და გადაწყვეტს შესაძლო დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საკითხს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები