11:53 | 2020-07-27 ავტორი: Prime Time

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ძმა ეკლესიაში მსახურობს – რა შემხებლობა ჰქონდა მას საქმესთან

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ძმა ეკლესიაში მსახურობს – რა შემხებლობა ჰქონდა მას საქმესთან

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ძმა სასულიერო პირია. ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა, არჩილ დეკანოზიშვილმა განაცხადა.

 

თავდაპირველად იგი უარყოფდა ინფორმაციას, რომ დაკავებულის რომელიმე ოჯახის წევრი სასულიერო პირი იყო. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ იგი სასულიერო პირი აღარ არის და მხოლოდ ეკლესიაში მსახურობს.

 

„სასულიერო პირი აღარ არის სამწუხაროდ, კი მსახურობს“,- აღნიშნა ადვოკატმა.

 

კითხვაზე, შემთხვევის დღეს დაკავებული ძმას ურეკავდა თუ არა, ადვოკატმა უპასუხა, რომ შემთხვევის დღეს მას მისი დაცვის ქვეშ მყოფს ტელეფონი არ ჰქონდა, ამიტომ ლაშა (სასულიერო პირი) საკუთარი ძმის მეგობრებს უკავშირდებოდა.

 

⭕Live:შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება

⭕Live: შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება

Posted by Prime Time on კვირა, 26 ივლისი, 2020

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +