
თბილისის საქალაქო სასამართლოში მოკლული 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 8 სრულწლოვანი პირის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. პროცესზე 4 მოწმე დაიკითხა – 3 გამომძიებელი და 1 ექსპერტ-კრიმინალისტი.
ბრალდების მხარის განცხადებით, დაკითხულმა მოწმეებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შინაარსი და სისწორე სრულად დაადასტურეს.
ორივე მხარის მტკიცებით, სამი საბურთალოელი პირის საქმის საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით წინა სხდომის შემდგომ არსებითი ცვლილება ჯერ არ მომხდარა.
როგორც ადვოკატები ამბობენ, სამივე საბურთალოელი ბრალდებული ისევ დუმილის უფლებას იყენებს.
“კონკრეტულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, დაცვის მხარემ დააყენა წინა სასამართლო სხდომაზე დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის მოთხოვნა. სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, საპროცესო შეთანხმების საკითხს, ამ ეტაპზე, წინა პროცესთან მიმართებაში და შედარებით, იმის შემდეგ არსებითი ცვლილება არ გვაქვს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით,” – განაცხადა საბა ჩხარტიშვილის ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ.