fbpx
21:02 | 2020-07-09 ავტორი: თამთა თორდია

„გიორგი შაქარაშვილის ოჯახს ყოველდღიურად სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭრიდება” – შაქარაშვილის ბიძა

„გიორგი შაქარაშვილის ოჯახს ყოველდღიურად სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭრიდება” – შაქარაშვილის ბიძა

გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრებს ყოველდღე სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდება, – ამის შესახებ შაქარაშვილის ბიძამ „აჭარის“ ტელევიზიასთან საუბრისას განაცხადა.

 

„ძალიან ცუდ მდგომარეობაში იმყოფებიან. ყოველდღე სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. ძალიან გვიმძიმს ეს ყველაფერი.

 

ამას ემატება ისიც, რომ ყოველდღე ტელევიზორში უყურებენ ვიღაცის უნიჭო ფანტაზიის შედევრებს. ეს ყველაფერი მოქმედებს მათზე და ამძიმებს მდგომარეობას,“ – განაცხადა მირიან ნიკოლაძე.

 

შეგახსენებთ, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.

 

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

 

"გიორგი შაქარიშვილის ოჯახს ყოველდღიურად სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭრიდებათ"შაქარაშვილის საქმე – სატელეფონო ჩართვა

Posted by აჭარის ტელევიზია • Ajara TV – საზოგადოებრივი მაუწყებელი on ხუთშაბათი, 09 ივლისი, 2020

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

X