23:38 | 2020-06-27 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ახალგაზრდა დაზარალებულად ცნეს

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ახალგაზრდა დაზარალებულად ცნეს

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში 19 წლის ვახო ახვლედიანი დაზარალებულად ცნეს.

 

ახვლედიანის ადვოკატი აცხადებს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს სხეულზე მრავლობითი დაზიანება აღენიშნება, თუმცა ვერ ასახელებს ვინ მიაყენა, რადგან ღამე იყო.

 

VIDEO: ვრცელდება დაპირისპირების კადრები - შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე
2020-06-27VIDEO: ვრცელდება დაპირისპირების კადრები - შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე

 

„მეორე ეპიზოდში, პირველი მანქანა როდესაც გაჩერდა იმ დროს მიიღო დაზიანება. ვინ მიაყენა დაზიანება ვერ ასახელებს, რადგან ღამე იყო.

 

ისეთი ღამე იყო თვალთან თითს ვერ მიიტანდი თუ ტელეფონის ან მანქანის შუქით არ გაანათებდი და ამ დროს ვიღაცამ ჩაარტყა, არ ვიცი მუშტი თუ სხვა რაიმე საგანი, შეიძლება რკინა ჰქონდა ხელში. ცხვირი აქვს გატეხილი”, – განაცხადა მზია ქასრაშილმა.

 

შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17 პირს ბრალი წაუყენა. პროკურატურა აღკვეთის სახით სასამართლოსგან პატიმრობას ითხოვს.

 

ნახეთ ვიდეო: ვრცელდება დაპირისპირების კადრები – შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

X