fbpx
13:13 | 2021-01-12 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

გიორგი შაქარაშვილი წყალში აღმოჩენამდე ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო – ალექსანდრე გეჯაძე

გიორგი შაქარაშვილი წყალში აღმოჩენამდე ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო – ალექსანდრე გეჯაძე

მესამე და საბოლოო ექსპერტიზით დადგინდა, რომ შაქარაშვილს სახეზე ბლაგვი ხასიათის ტრამვა ჰქოდა. დადგინდა ტრამვის განვითარების პირობები, თუ რა შემთხვევაში შეეძლო შაქარაშვილს ეს დაზიანებები მიეღო. დადგინდა სიკვდილის ხანდაზმულობა, რომელიც 3-4 დღის ინტერვალს მოიცავს, – ამის შესახებ სამედიცინო ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა.

 

დადგინდა ის, რაც პირველ ორ ექსპერტიზის წარმოების ფორმატში იყო მოსალოდნელი: სახეზე იყო ქალა ტვინის ტრამვა, თავის ტვინის შერყევის სახით. მოსალოდნელი იყო ტკივილის სინდრომი, მენჯის პროექციაზე და სისხლჩაქცევების გამო, რაც საერთო ჯამში მას შეუზღუდავდა თავისუფლად გადაადგილების და მოძრაობის შესაძლებლობას.​

 

ბოლო ექსპერტიზა სისხლის სამართლის საქმის მასალებით ჩატარდა. აქცენტი და ძირითადი შეკითხვები გამოძიებას ჰქონდა მუცლის ქვემო მესამედში ვრცელ სისხლნაჟღენთთან დაკავშირებით. გამოძიებას აინტერესებდა, ეს სისხლნაჟღენთი შესაძლებელი იყო თუ არა სიმაღლიდან ვარდნის და წყალში ჩავარდნის შედეგად. გამოძიებისთვის რაც ყველაზე მთავარი და ღირებული იყო, ეს დაზიანება შეიძლება თუ არა განვითარებულიყო ფეხსაცმლიანი ფეხის ჩარტყმის შედეგად. ბუნებრივია, აღნიშნული დაზიანება მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგია. მიმაჩნია, რომ ეს ფეხის ჩარტყმის შედეგია.

 

რა ვიცით COVID-19-ის იმ ვაქცინების შესახებ, რომელთა საქართველოში შემოტანაც განიხილება
2021-01-12რა ვიცით COVID-19-ის იმ ვაქცინების შესახებ, რომელთა საქართველოში შემოტანაც განიხილება

 

გამოძიებას ასევე აინტერესებდა, ჰქონდა თუ არა შაქარაშვილის ისეთი დაზიანებები, რომელიც გამოიწვევდა გარეგან სისხლდენას. მათ თავიანთი სტრატეგია აქვთ, ალბათ, სასამართლო პროცესზე კითხვის მიზნობრიობა გამოჩნდება.

 

დასკვნით, შაქარაშვილს მხოლოდ სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა სხეულზე, მას არ ჰქონდა ისეთი ჭრილობა, რომელიც განაპირობებდა გარედან სისხლდენას. დაიდო დასკვნა, რომ მისი დაზიანებები, გარდა ქვემო ტუჩისა, გარეგან სისხლდენას არ გამოიწვევდა.

 

გამოძიებას აინტერესებდა, რა პოზაში უნდა ყოფილიყო შაქარაშვილი, რომ მუცლის ქვედა არეში არსებული დაზიანება მიეღო, ხომ არ იყო შაქარაშვილი ამ დროს მწოლიარე მდგომარეობაში – ძნელია იმის თქმა, რა პოზაში შეიძლება ყოფილიყო. არ გამოვრიცხავთ, რომ შესაძლოა, აღნიშნული დაზიანება მწოლიარე მდგომარეობაშიც მიეღო“, – განაცხადა გეჯაძემ.

 

შეგახსენებთ, კომისიური დასკვნის თანახმად, შაქარაშვილი მკვლელობამდე სასტიკად სცემეს.

 

ასევე, დაკავებული 3 პირი 1 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გათავისუფლებულია ძალადობის ეპიზოდზე დაკავებულ საბა გოქსელიძე, საბა ჩხარტიშვილი და ირაკლი წაქაძე.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე
X