fbpx
13:39 | 2020-08-17 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

გიორგი შაქარაშვილი იმ დაზიანებებით 21 დღეში გამოჯანმრთელდებოდა – ალექსანდრე გეჯაძე

გიორგი შაქარაშვილი იმ დაზიანებებით 21 დღეში გამოჯანმრთელდებოდა – ალექსანდრე გეჯაძე

დამოუკიდებელი ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის სხეულზე მიყენებული დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არ იყო, ამის შამკურნალოდ კი დაახლოებით, 21 დღე იქნებოდა საჭირო.

 

„სხეულზე შაქარაშვილს აღენიშნებოდა ბლაგვი ხასიათის ტრამვა, სისხლნაჟღენტების სახით. ერთ-ერთი ტრამვა მიუთითებდა სიგრძივი ფორმის სისლნაჟღენთზე, რაც განვითარებულია ბლაგვი სახის მიყენებით, რაც ვივარაუდეთ,ფორმის და რელიეფის გათვალისწინებით სავსებით დასაშვებია, რომ ეს დაზიანება ხელკეტის დარტყმით განვითარებულიყო.

 

„ერთ ეპიზოდში გარდაცვლილი ჰყვებოდა, როგორ ხედავდა იქიდან ამ სამყაროს“ - რას იხსენებს თეონა თამაზაშვილი
2020-08-17„ერთ ეპიზოდში გარდაცვლილი ჰყვებოდა, როგორ ხედავდა იქიდან ამ სამყაროს“ - რას იხსენებს თეონა თამაზაშვილი

 

შინაგანი გამოკვლევით არანაირი შინაგანი ორგანო დაზიანებული არ ჰქონია, შესაბამისად, ადგილი ჰქონდა რბილ ქსოვილებში გემატომებს, ასეთივე ჩაქცევები იყო მენჯის მიდამოებში, ესენი მიეკუთვნება მსუბუქი ხასიათის დაზიანებებს, რადგან ისინი იწვევენ ჯანმრთელობის დაზიანებას არაუმეტეს 21 დღისა.

 

თუ გადარჩებოდა შაქარაშვილი, ამ სისხნაჟღენთების გაწოვას დასჭირდებოდა 21-დღიანი მკურნალობა, ეს ყველაფერი მოიცავს მსუბუქი ხარისხის დაზიანებას, რასაც შეეძლო გამოეწვია ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა. 

 

ვინ არის 5 ბრალდებული, რომლებმაც ნაცემი შაქარაშვილი მდინარეში გადააგდეს
2020-08-11ვინ არის 5 ბრალდებული, რომლებმაც ნაცემი შაქარაშვილი მდინარეში გადააგდეს

 

ჩვენ გამოვრიცხავთ ადამიანის მუშტის ზემოქმედებას, სავსებით დასაშვებად ვთვლით, რომ აღნიშნული დაზიანებები შესაძლებელია განვითარებულიყო საკმაო ძალის მკვრივი საგნის ზემოქმედებით, როგორიც არის ადამიანის ფეხი და ა.შ“, – განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემმედიაცენტრ მთავარში“.

 

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ხუთ პირს ბრალი წარედგინა. საუბარია „ტოიოტა ქემრის“ მარკის ავტომობილში მყოფ პირებზე, რომლებმაც პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილს არაგვის ნაპირთან სცემეს და შემდეგ მდინარეში გადააგდეს.

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

X