00:25 | 2020-06-30 ავტორი: თამთა თორდია

გიორგი საზარელ ღამემდე დაბადების დღის საჩუქარზე დედასთან მოვიდა, შემოგვანათა და დაგვტოვა…- რას ყვებიან გიორგის მშობლების თანამშრომლები 

გიორგი საზარელ ღამემდე დაბადების დღის საჩუქარზე დედასთან მოვიდა, შემოგვანათა და დაგვტოვა…- რას ყვებიან გიორგის მშობლების თანამშრომლები 

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილმა სრულიად საქართველო შეძრა.

პატრიარქის სამძიმარი  გიორგი შაქარაშვილის მშობლებს - ქრისტიანისთვის სიკვდილი არ არსებობს, გიორგი ცოცხალია
2020-06-25პატრიარქის სამძიმარი გიორგი შაქარაშვილის მშობლებს - ქრისტიანისთვის სიკვდილი არ არსებობს, გიორგი ცოცხალია

 

 

გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილს საზოგადოება კეთილ, გაწონასწორებულ, დინჯ, თბილ და საუკეთესო ადამიანად მოიხსენიებს.

 

„პრაიმტაიმი“ იმყოფებოდა ვაგზალზე, სადაც გიორგი შაქარაშვილის დედ-მამა მუშაობს.

 

მისი მშობლები 44 წლის თამუნა და 47 წლის ლევან შაქარაშვილები არიან.

 

ის დახლები სადაც გიორგის მშობლები მუშაობენ კვლავ ღიაა და მათი თანამშრომლები ყიდიან იმ ნივთებს რაც გასაყიდია.

 

ჩვენთან საუბარში თამუნა და ლევან შაქარაშვილების თანამშრომლები ყვებიან, რომ გიორგი მათ თვალწინ გაიზარდა და იმ საზარელ ღამამდეც მათთან იყო ბაზრობაზე მისული, რათა დაბადების დღისთვის საჩუქარი შეეძინა.

 

„მამა აქ მაისურებზე მუშაობს, ხოლო დედა ქალის ტანსაცმელს ყიდის. გიორგის ჩვენ დაბადებიდან ვიცნობთ, ჩვენს თვალწინ გაიზარდა. ულამაზესი, პატიოსანი, რელიგიური ოჯახიდან. დედა, ბებია, მამა ყველანი მორწმუნეები არიან, არაჩვეულებრივი ხალხია. ყველანაირად დადებითი ოჯახი. გიორგი თითით საჩვენებელი იყო, აქ რომ მოვიდოდა შემოანათებდა ხოლმე. ჩვენ გამოფატრულები ვართ, ძალიან დიდი დანაკარგია ყველასთვის ეს არაჩვეულებრივი, სიცოცხლით სავსე ბიჭი. უბედურია ის ვინც მას არ იცნობდა. ერთი ადამიანიც კი არ არსებობს, ვინც მასზე ცუდს იტყვის. საუკეთესო ოჯახის არაჩვეულებრივი შვილი იყო.

 

ცხედარი დედას არ უნახავს, ბავშვი ნაწამები იყო.

 

დედამისი ერთს არ ტრაბახობდა ასეთი შვილი, რომ ყავდა, ის არაჩვეულებრივი შვილი იყო.

 

გიორგი ხომ მოკლეს და მასთან ერთად ერთი საუკეთესო ოჯახი მოკლეს, გაანადგურეს და გააუბედურეს. საზოგადოება არ აპატიებს გიორგის მკვლელობას არავის.

 

გიორგი საერთოდ არ სვამდა, არ უყვარდა დალევა. იმ დღეს დაბადების დღეზე, რომ მიდიოდნენ დედა-შვილმა აიარეს, საჩუქარი უყიდია იმ გოგოსთვის, პარკში ედო, აქედან წაიღო საჩუქარი, იმ დღეს ვნახეთ ჩვენ. მობრუნდა, რომ მიდიოდა და შემოგვანათა. ის სულ ღიმილით გვხვდებოდა.

 

გული გაგლეჯვაზე გვაქვს როგორმა ადამიანმა დაგვტოვა, ფეხზე დადგება მთელი თბილისი ამ მკვლელებს ეს თუ შერჩათ. ხალხი განადგურებულია“, – გვიყვებიან თანამშრომლები.

 

შეგახსენებთ, პოლიციამ მომხდარზე 17 პირი დააკავა და სასამართლომ გუშინ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა. გაიზრდება თუ არა დაკავებულთა რიცხვი, ეს გამოძიების მიმდინარეობის პროცესში გაირკვევა.

 

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენატარი - +

X