08:42 | 2020-05-25 ავტორი: თათია ცუკოშვილი

გიორგი რურუას პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან

გიორგი რურუას პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან.

 

როგორც მისი ადვოკატი, შალვა შავგულიძე აცხადებს, დღევანდელ სხდომაზე შუამდგომლობის დაყენებას აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით არ აპირებს და აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ დააყენებს.

 

„იუზრდელა, დაგვიწყო ყვირილი“ - ინციდენტი გიორგი რურუას პროცესზე
2020-05-20„იუზრდელა, დაგვიწყო ყვირილი“ - ინციდენტი გიორგი რურუას პროცესზე

 

 

ცნობისთვის, 18 მაისს საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლი გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, არ დააკმაყოფილა.

 

 

გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენტარი - +