fbpx
17:18 | 2020-11-06 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

გიორგი რურუას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარედგინა

გიორგი რურუას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარედგინა

პროკურატურამ N8 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმირების მიერ გ.რ.-ს მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.

 

„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ N8 პენიტენციურ დაწესებულებაში გ.რ.-ს მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე პატიმრებს – პ.ნ-ს, ნ.ო.-ს და გ.ჯ.-ს ბრალდება წარუდგინა.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  2020 წლის 2 ნოემბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულებაში, პატიმრებმა –  ბრალდებულმა პ.ნ-მ, მსჯავრდებულმა გ.ჯ.-მ და ბრალდებულმა ნ.ო.-მ. ჯგუფური ძალადობის გზით მსჯავრდებულ გ.რ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

პროკურატურამ ძალადობაში მონაწილე ყველა პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად)  2020 წლის 6 ნოემბერს წარუდგინა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – აცხადებენ უწყებაში.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X