fbpx
09:20 | 2020-11-04 ავტორი: Prime Time

გიორგი რურუას ინციდენტში მონაწილე პატიმრები მკაცრი რეჟიმის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს

გიორგი რურუას ინციდენტში მონაწილე პატიმრები მკაცრი რეჟიმის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს

გიორგი რურუას ინციდენტში მონაწილე პატიმრები მკაცრი რეჟიმის პენიტენციურ დაწესებულებაში არიან გადაყვანილები, – ინფორმაციას ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

 

„N8 პენიტენციური დაწესებულების 5 პატიმარი, რომლებიც მიმდინარე წლის 2 ნოემბერს გიორგი რურუას წინააღმდეგ ინციდენტში მონაწილეობდნენ, 3 ნოემბერს მკაცრი რეჟიმის N6 პენიტენციურ დაწესებულებაში იქნენ გადაყვანილნი. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით, ინციდენტში მონაწილეობის გამო, მათ რეჟიმი გაუმკაცრდათ.

 

სპეციალური პენიტენციური სამსახური გიორგი რურუაზე თავდასხმის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს
2020-11-02სპეციალური პენიტენციური სამსახური გიორგი რურუაზე თავდასხმის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს

 

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 2 ნოემბერს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულ გიორგი რურუას წინააღმდეგ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად). გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა როგორც გიორგი რურუა, ასევე ყველა შესაბამისი პატიმარი და ინსპექტორი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X