fbpx
12:56 | 2020-06-24 ავტორი: თეონა ყაჭიური

გიორგი რურუას ადვოკატებმა შსს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დასკვნა გაასაჯაროვეს

გიორგი რურუას ადვოკატებმა შსს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დასკვნა გაასაჯაროვეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ,,მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას ადვოკატებმა შალვა შავგულიძემ და დიმიტრი საძაგლიშვილმა პროცესის დაწყებამდე განაცხადება გააკეთეს.

 

როოგორც ბრალდებულის ადვოკატი, შალვა შავგულიძე აცხადებს, მას აქვს დასკვანა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტიდან, სადაც წერია, რომ აღნიშნულ დეპარტამენტში ინფორმაცია გიორგი რურუას სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცეასთან დაკავშირებით არ მოიპოვება.

 

„მე ხელთ მაქვს გამოძიების მიერ მოპოვებული ცნობა შსს-ს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტიდან, სადაც წერია, რომ აღნიშნულ დეპარტამენტში ინფორმაცია რურუას სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემასთან დაკავშირებით არ მოიპოვება.

 

ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო არ ფლობს ინფორმაციას გიორგი რურუას არათუ ნასამართლეობის, არამედ ოდესმე მისი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით. ასეთ დროს, საქართველოს პარლამენტის „ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის კოლექტიური წერილი ევროპარლამემტარებისადმი, თითქოსდა რურუას რაღაც დანაშაულებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, წარმოადგენს მეტად უპასუხისმგებლო მოქმედებას ჩვენი ხელისუფლების მხრიდან.

 

ეს არის ცილისწამება საკუთარ მოქალაქეზე და რა თქმა უნდა, არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. ასეთი განცხადებით „ქართული ოცნება” ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს ევროპარლამენტარები, რათა გაამართლოს მის მიერ 8 მარტის ხელშეკრულების შეუსრულებლობა, პოლიტპატიმარ გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლების ნაწილში.

 

ასევე ეს არის ხელისუფლების პირდაპირი მესიჯი სასამართლოსადმი, სადაც ამჟამად მიმდინარეობს გიორგი რურუას ბრალდების საქმის განხილვა და რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლება სასამართლოსგან გამამტყუნებელ განაჩენს ითხოვს გიორგი რურუასთან მიმართებით. ეს გარემოება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ გიორგი რურუა არის უდანაშაულო“, – განაცხადა შავგულიძემ.

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X