
„მთავარი არხის“ ერთ-ერთ მეწილეს, გიორგი რურუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
განაჩენი რამდენიმე წუთის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა.
შეგახსენებთ, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას ამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.