fbpx
23:46 | 2020-09-11 ავტორი: თამარ ბუჩუკური

გიორგი ქათამაძის სისხლი არასრულწლოვნის ტანსაცმელზე აღმოჩნდა – შაქარაშვილის საქმე

გიორგი ქათამაძის სისხლი არასრულწლოვნის ტანსაცმელზე აღმოჩნდა  – შაქარაშვილის საქმე

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე თითქმის ექვსსაათიან სასამართლო პროცესზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები და გამომძიებლები დაიკითხნენ.

 

როგორც საქმის პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა განაცხადა რომ ექსპერტები გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჩატარებული ბიოლოგიური, გენეტიკური და სეროლოგიური ექსპერტიზის შედეგებთან დაკავშირებითაც დაიკითხნენ.

 

20 წუთი დაზიანების მიყენებიდან გარდაცვალებამდე - შაქარაშვილის საქმის ექსპერტებმა დრო დაადგინეს
2020-09-1120 წუთი დაზიანების მიყენებიდან გარდაცვალებამდე - შაქარაშვილის საქმის ექსპერტებმა დრო დაადგინეს

 

„რაც შეეხება დნმ-ის ექსპერტიზას, ბიოლოგიური, გენეტიკური სეროლოგოური ექსპერტიზის დასკვნა იქნა გამოკვლეული და დაიკითხნენ ექსპერტები. ექსპერტებმა ისაუბრეს ნივთმტკიცებებთან დაკავშირებით. კერძოდ, მოხდა იდენტიფიცირება, რომ არასრულწლოვანი ნ.ქ -ს ტანსაცმელზე ამოსული არის დაზარალებული გიორგი ქათამაძის სისხლი, რაც ნიშნავს, რომ თავდასხმაში უშუალოდ აღნიშნული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი იყო ჩართული.

 

იმ მასალებზე, რომლებიც საზოგადოებისთვის გასაჯაროებულია კერძოდ, ფოტოაპარატიდან არსებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ამ პიროვნებას არ აღენიშნება არავითარი დაზიანება. ხოლო მოგეხსენებათ სამედიცინო დოკუმენტაციაში, რაც საქმეში უკვე არის წარმოდგენილი, გიორგი ქათამაძეს არაერთი დაზიანება აქვს მიყენებული.

 

სწორედ ამ თავდასხმის დროს, რომელშიც ჩართული იყო კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი ნ.ქ., მის ტანსაცმელზე აღმოჩნდა გიორგი ქათამაძის სისხლი. ასევე არასრულწოვნების ზ.ს და ა.ქ. დნმ პროფილები ამოსული არის „ტოიოტას“ მარკის ავტომობილში, რაც ნიშნავს, რომ ისინი თავდასხმის დროს, სწორედ აღნიშნულ ავტომობილებში იყვნენ და დასახელებული ავტომობილით გადაადგილდებოდნენ“, – აღნიშნა გიგუტიშვილმა.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

X