20:51 | 2021-06-06 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

გიორგი ღოღობერიძე კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

გიორგი ღოღობერიძე კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ექიმი გიორგი ღოღობერიძე კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

 

„ამ დროის განმავლობაში კლინიკის გასახსნელად ძალიან ბევრ ადგილას და ბევრ ადამიანთან მქონდა კონტაქტი. მე ჩემი ცხოვრების განმავლობაში თავადაც დავაგროვე ცოტაოდენი ფინანსები, რომლებიც დამოუკიდებლადაც შემაძლებინებს 400-500 კვადრატული მეტრი ფართობის კლინიკის სართულის გახსნას.

 

ნახეთ, როდიდან გამოიდარებს საქართველოში
2021-06-06ნახეთ, როდიდან გამოიდარებს საქართველოში

 

ჩემ გვერდში ასევე დგას ერთი ძალიან კეთილი და უანგარო ბიზნესმენი, რომელიც ყველანაირად მეხმარება, რომ ჩემ მიზანს მივაღწიო. ყველა იდეაზე მომყვება და მზად არის, რომ ხალხის დასახმარებლად თავადაც იბრძოლოს. მოგვიანებით მოგიყვებით ამ საოცარი ადამიანის შესახებაც.

 

მაგრამ, ამის მიუხედავად, საკმარისი ფინანსები არ გროვდება, რომ მართლა კლინიკის მასშტაბებს გავწვდეთ. კლინიკის, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ძალიან ჭკვიანი ექიმებით და ორიენტირებული იქნება, რომ პაციენტს ყოველ ნაბიჯზე დაეხმაროს! ისე, რომ პაციენტის ხარჯზე ფინანსურ მოგებაზე ორიენტირებული არ იყოს.

 

მჭირდება ისეთი ბიზნესმენები, სახელმწიფო მოხელეები ან გავლენიანი ადამიანები, რომლებიც აქცენტს მოგებაზე არ გააკეთებენ და ასეთი კლინიკის გახსნაში დროის ამ ეტაპზე დამეხმარებიან. აქ საუბარი არ არის რამდენიმე ათასზე, კლინიკის გახსნა მართლა დიდი ფინანსები ჯდება და ასეთი რამ არც ისე ბევრს ეწიფება ხელთ. მიწის ყიდვა, აშენება, აპარატურა.

 

Video: თბილისში მეხი ჩამოვარდა
2021-06-06Video: თბილისში მეხი ჩამოვარდა

 

თუ ასეთი ხალხი გამოჩნდება, მე მზად ვარ იმ აშენებულ კლინიკაში ჩემი ყოველი კონსულტაცია უფასო იყოს მთელი ცხოვრების განმავლობაში. ყველა იმ ადამიანის სახელი ისტორიას დარჩება და ამაზეც ვარ პასუხისმგებელი.

 

ბევრმა უბრალო ადამიანმა გამოთქვა დახმარების სურვილი. ფულს ჩვენც შეგიგროვებთო … მაგრამ მე ხალხს ფულს ვერ გამოვართმევ… თქვენზე მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ამ ეტაპზე რაც შეგიძლიათ ეს არის ის, რომ დამეხმაროთ საჭირო ადამინების მოძიებაში და ამ წერილის გავრცელებაში“, – წერს გიორგი ღოღობერიძე.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X

error: Content is protected !!