14:20 | 2021-09-27 ავტორი: Prime Time

გიორგი გახარიამ ირაკლი კობახიძის განცხადებებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

გიორგი გახარიამ ირაკლი კობახიძის განცხადებებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს. საქმე ეხება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებლ განცხადებას, როდესაც მან გახარიას „კოკაინშიკი“ უწოდა.

 

განცხადება დღეს პროკურატურაში ანა ბუჩუკურმა და მიხეილ დაუშვილმა შეიტანეს.

 

პარტია ითხოვს დაიწყოს გამოძიება გაკეთებულ განცხადებაზე, ასევე დაიკითხოს ირაკლი კობახიძე.

 

„გენერალურ პროკურატურას მივმართეთ, რათა ჩაატაროს ობიექტური, გამჭვირვალე, სრულყოფილი და ეფექტური გამოძიება და გამოიძიოს ის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, უსაფუძვლო განცხადებები, რასაც ჩვენ ორგანიზაცია „ოცნების“ ხელმძღვანელისგან, ირაკლი კობახიძისგან გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ვისმენთ.

 

ბოლო პერიოდის განმავლობაში მუდმივად გვაბრალებენ ნარკოტიკის მოხმარებას, შეძენას და ა.შ. ცალსახად, ამ ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს და სრულყოფილი, ობიექტური და გამჭვირვალე გამოძიების შემდეგ, როცა დადგინდება, რომ ეს ბრალდებები უსაფუძვლოა, რა თქმა უნდა, უნდა დადგეს ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხიც ცრუ დასმენასთან დაკავშირებით”,- განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

 

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!