fbpx
20:56 | 2020-10-21 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

გიორგი გაბედავა პროვოკატორია – გიგი უგულავა ზუგდიდში ფიზიკურ დაპირისპირებაზე  

გიორგი გაბედავა პროვოკატორია – გიგი უგულავა ზუგდიდში ფიზიკურ დაპირისპირებაზე  

„გიორგი გაბედავამ დაიწყო საუბარი თქვენი ზონდერიაო. არადა, ადამიანი ამ დროს მძევალია. გიორგი გაბედავა ნულია, „შნირია“, არაფერია ის. პრობლემა ხელისუფლებაშია. რა თქმა უნდა, გაბედავა მოიყვანეს აქ. ის პროვოკატორია.“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავამ განაცხადა.

 

მან„ქართული მარშის“ კანდიდატ გიორგი გაბედავასთან დაპირისპირების მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, გაბედავა „საქართველოს ბანკის“ ფილიალის თავდასხმის შედეგად მძევლად აყვანილ ზოგიერთ პირთან დაკავშირებით პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებდა.

 

„გიორგი გაბედავამ დაიწყო საუბარი თქვენი ზონდერიაო. არადა, ადამიანი ამ დროს მძევალია. გიორგი გაბედავა ნულია, „შნირია“, არაფერია ის. პრობლემა ხელისუფლებაშია. რა თქმა უნდა, გაბედავა მოიყვანეს აქ. ის პროვოკატორია.

 

ირაკლი კვარაცხელიას შეიძლება ხვალინდელი დღე არ გაუთენდეს და ესენი უკვე პირდაპირ ადებენ ხელს, რომ კვარაცხელია პროვოკატორია. ყველა პოლიციელს ვეუბნები, ვინც თავისი საქმით არაა დაკავებული, სათითაოდ მოგეკითხებათ“, – განაცხადა უგულავამ.

 

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ შენობის მიმდებარედ, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული მარშის“ წევრები დაუპირისპირდნენ.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +

X