fbpx
14:55 | 2020-06-05 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

გიორგი ახვლედიანი არამარტო პარტიიდან, პოლიტიკიდანაც მიდის

გიორგი ახვლედიანი არამარტო პარტიიდან, პოლიტიკიდანაც მიდის

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა პარტია დატოვა და პოლიტიკიდან დროებით წასვლა დაანონსა.

 

როგორც ახვლედიანმა „პრაიმტაიმთან“ საუბარისას განაცხადა, პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ის მეტ დროს საგანმანათლებლო საქმიანობას დაუთმობს.

 

შესთავაზა თუ არა „ქართულმა ოცნებამ“ თენგიზ ცერცვაძეს მაჟორიტარობა?!
2020-06-02შესთავაზა თუ არა „ქართულმა ოცნებამ“ თენგიზ ცერცვაძეს მაჟორიტარობა?!

 

„ფიანდაზები რომ დამიგონ, ნამდვილად ვერ დავუშვებ იმას, რომ ვიღაცამ თქვას, ერთი პარტიიდან იმიტომ წამოვიდა, რომ მეორე პარტიაში გადავსულიყო.

 

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სამომავლოდ არ მქონდეს პოლიტიკური ინტერესები და ხედვები. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამე მაქვს გასაკეთებელი.

 

ამ ეტაპზე, პოლიტიკაში არ ვრჩები – ვიღებ ერთგვარ ტაიმაუტს.

 

ჟურნალისტიკაში ლექციებს ყოველთვის ვკითხულობდი და საგანმანათლებლო საქმიანობას ვეწეოდი. შესაბამისად, ახლა ამ ყველაფრისთვის უფრო მეტი დრო მექნება“,- განაცხადა ახვლედიანმა.

 

ინფორმაციისთვის, დღეს „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული“ მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდრმა გიორგი ახვლედიანმა პარტია დატოვა. მან პარტიის დატოვების მიზეზად დაასახელა ერთ-ერთი ტელევიზიის მიერ მომზადებული სიუჟეტი, რომელშიც ახვლედიანი „ქართული ოცნების“ არაფორმალურ ექსპერტად იყო მოხსენიებული.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე
X