18:12 | 2021-06-13 ავტორი: Prime Time

გიორგი აბრამიშვილი განმარტავს, რა შემთხვევაში მოიხსნება რკინის ჯებირები გუმათში

გიორგი აბრამიშვილი განმარტავს, რა შემთხვევაში მოიხსნება რკინის ჯებირები გუმათში

საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის თავჯდომარემ, გიორგი აბრამიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ჩართულობით „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით შეხვედრაზე ისაუბრა.

 

აბრამიშვილმა აღნიშნა, რომ რიონის ხეობის მცველებმა შეხვედრაზე წარმოადგინეს თავიანთი პირობები, მათ შორის ერთ-ერთი ეხებოდა ხეობაში ბარიკადების აღებას.

 

„აღსანიშნავია, რომ გუშინდელ შეხვედრაზე საუბარი იყო რკინის ბარიკადების მოხსნაზე და არა საპოლიციო ძალების გაყვანაზე. მნიშვნელოვანია, გვესმოდეს ბარიკადების იქ დგომის მთავარი მიზეზი – კომპანია, რომელიც ახორციელებს სამშენებლო სამუშაოებს, რომელზეც ყველა საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვა აქვს მიღებული, ვერ ახერხებდა იმ ვალდებულების სრულფასოვნად შესრულებას, რაც აღებული აქვს სახელწიფოს წინაშე.

მუდმივად ხდებოდა სიტუაციის ესკალაცია და ადამიანების ბულინგი.

 

აქედან გამომდინარე, გუშინდელ შეხვედრაზე დირკ ბუშლემ ხაზი გაუსვა, რომ ბარიკადების აღებას აქვს წინაპირობა. ამის შესახებ საუბარია მის  მიერ გამოგზავნილ ოქმშიც, ცალკე პუნქტად – თუ რიონის ხეობის მცველები აიღებენ პასუხისმგებლობას და საჯაროდ დადებენ პირობას, რომ პროტესტს ექნება მშვიდობიანი ხასიათი, შეწყდება ბლოკადა და მსგავსი ქმედებები, ამ შემთხვევაში მოიხსნება ადგილიდან რკინის ბარიკადები“, – გიორგი აბრამიშვილი

 

დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time


X