fbpx
15:22 | 2020-03-18 ავტორი: თათია ცუკოშვილი

გინდა იყო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მოხალისე? – მაშინ ეს ინფორმაცია ნახე

გინდა იყო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მოხალისე? – მაშინ ეს ინფორმაცია ნახე

თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, მოხალისეობის მსურველი უნდა დარეგისტრირდეს და გაიაროს სპეციალური ტრენინგი, რათა უსაფრთხოების წესები იცოდეს.

 

მისივე თქმით, ყველა იმ პირმა, ვისაც კორონავირუსის წინააღმდეგ განხორციელებულ ბრძოლაში მოხალისეობის სურვილი აქვს, მერიის ან წითელი ჯვრის ცხელ ხაზე უნდა დარეკოს.

 

„კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემას უნდა შევეხო – ესაა მოხალისეები ჩართულობა. ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღეს საქმე გვაქვს განსაკუთრებულ მდგომარეობასთან და ჩვენი სურვილი, დავეხმაროთ რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს, საჭიროებს სწორად რეალიზებას. რაც გინდა კეთილი ზრახვა გვამოძრავებდეს, თუ არ გვექნება ზუსტი ცოდნა, თუ როგორ დავეხმაროთ რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს, მოხდება ისე, რომ მათ არათუ პრობლემას მოვუხსნით, პირიქით პრობლემას გავუღრმავებთ და საფრთხის წინაშე დავაყენებთ. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად მოხალისეების უსაფრთხოება. აქედან გამომდინარე მოვუწოდებ ყველას, ვისაც სურვილი აქვს გახდეს მოხალისე, დარეკოს მერიის ცხელ ხაზზე: 2722222, ან წითელი ჯვრის ცხელ ხაზზე 0800 000 018, დარეგისტრირდეს და გაიაროს აუცილებელი ტრენინგი, რათა იცოდნენ უსაფრთხოების წესები. აქ იმყოფება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე. სწორედ წითელი ჯვრის დახმარებით და მათი დიდი გამოცდილების გაზიარებით, მიმდინარეობს მოხალისეთა გადამზადება”, – განაცხადა კალაძემ.

 

თბილისის მერმა საქართველოს წითელ ჯვარს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს წითელ ჯვარს თანამშრომლობისთვის და რასაკვირველია მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს, რომელიც მზადაა უანგაროდ ემსახუროს გასაჭირში მყოფ თანამოქალაქეებს, იქნება ეს ქველმოქმედება, ფიზიკური დახმარება თუ სხვა სახის შემოთავაზება. ასე ერთობით, ორგანიზებულად, საჭირო ცოდნით შეიარაღებულები, ჩვენ შევძლებთ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას“, – განაცხადა კალაძემ.

ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X