fbpx
20:01 | 2020-09-24 ავტორი: Prime Time

გინდა დარჩე 27 კვ.მ-ში ოჯახის სამ წევრთან ერთად და ჭერზე მიკრულს გეძინოს?! – ბაჩალიაშვილის სულისშემძვრელი ვიდეოჩანაწერი

გინდა დარჩე 27 კვ.მ-ში ოჯახის სამ წევრთან ერთად და ჭერზე მიკრულს გეძინოს?! – ბაჩალიაშვილის სულისშემძვრელი ვიდეოჩანაწერი

თამარ ბაჩალიაშვილის  ვიდეო-ჩანაწერები, სადაც ის საკუთარ თავს ესაუბრება, პროკურატურამ მედიას გააცნო.

 

საუბარია სულ ხუთ ჩანაწერზე, რომელიც პროკურორის თქმით, ძირითადად თებერვალშია გაკეთებული და ნამდვილად უმძიმესი მოსასმენია.

 

„პრაიმტაიმი” მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ამ ჩანაწერებიდან  საქმისთვის მნიშვნელოვან რამდენიმე დეტალს გთავაზობთ.

 

ერთ-ერთ ჩანაწერში თამარი უკმაყოფილოა მისი ცხოვრებით და სწავლით.

„ვრჩები ჯოჯოხეთში, პასუხი დადებითია“ - თეონა ცხომელიძე
2020-09-24„ვრჩები ჯოჯოხეთში, პასუხი დადებითია“ - თეონა ცხომელიძე

 

ის ყვება, რომ ასეთი წარუმატებელი პერიოდი არასდროს ჰქონია და ამის გამო თავს ძალიან ცუდად გრძნობს.

 

„რისთვის მოვედი, რისთვის მივდივარ?! ღმერთო ჩემო ისევ არაფერზე მაქვს პასუხი… ძალიან ბევრჯერ ვიფიქრე 2012 წლის გამეორებაზე, მაგრამ არა, ძალიან სუსტი ვარ”, – ამბობს ჩანაწერში თამარ ბაჩალიაშვილი.

 

ამავე ჩანაწერში თამარ ბაჩალიაშვილი წუხს, რომ არ გამოსდის ადამიანებთან და მეგობრებთან ურთიერთობა. ამასთან, ძალზედ ემოციურად აკრიტიკებს საკუთარ გარეგნობას.

 

„დღეები, ღამეები, საათები ისე გავიდა, არ ვიცი რას ვაკეთებდი… ჩემს თავში ვიყავი ჩაკეტილი. შედეგი? შედეგი არაფერი”, – ამბობს თამარი.

 

ჩანაწერების სხვა ვერსია ნახეთ ამ ბმულზე

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X