01:25 | 2020-09-14 ავტორი: თამარ ბუჩუკური

გილოცავ დე, დაბადების დღეს… მალე დავამარცხებთ მტრებს! სამართალი იზეიმებს – თეონა თამაზაშვილი

გილოცავ დე, დაბადების დღეს… მალე დავამარცხებთ მტრებს! სამართალი იზეიმებს – თეონა თამაზაშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის დედა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და შვილს დაბადების დღეს გარდაცვლილი ქალიშვილის მაგივრადაც ულოცავს…

 

„ჩემო უკვე ერთადერთო გილოცავ დე, დაბადების დღეს თამოს მაგივრადაც. თამუნას ისე უყვარდი დარწმუნებული ვარ შენი კეთილდღეობისთვის ილოცებს სამოთხიდან.

 

ღმერთს ვთხოვ, რომ შენ მაინც გქონდეს ყველაფერი კარგად და ბედნიერი მყავდე ასი წელი. მინდა, მალე გადაგელახოს ეს სიმწარე და დათრგუნული აღარასოდეს მენახე.

 

მიყვარხარ და როგორც თამარით ვამაყობ, ისე ვამაყობ შენით ჩემო ვაჟკაცო. მალე დავამარცხებთ მტრებს!!!სამართალი იზეიმებს!!!” – წერს თეონა თამაზაშვილი.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები