14:50 | 2020-01-31 ავტორი: Prime Time

გიგზავნი ამ ციფრებს, იმიტომ რომ გეტყობა გიმალავენ – გოგი წულაიამ ბიძინა ივანიშვილს წერილი გაუგზავნა

გიგზავნი ამ ციფრებს, იმიტომ რომ გეტყობა გიმალავენ – გოგი წულაიამ ბიძინა ივანიშვილს წერილი გაუგზავნა

პარტია „თავისუფალი საქართვლოს“ თანათავმჯდომარემ გოგი წულიამ ბიძინა ივანიშვილს წერილი გაუგზავნა. წერილში იმ ადამიანთა სტატისტიკაა, რომლებიც ქუთაისში წყლის და ელექტროენერგიის ტარიფებს ვერ იხდიან.

 

„2019 წელს ქუთაისში დენი 18 000 აბონენტს ჩაეჭრა, 2016-ში ეს ციფრი 12 000 იყო, ანუ, გაზრდილია 6 000 აბონენტით, რომლებიც არიან გადახდის უუნაროები ან დატოვეს საქართველო. 2017 წელს წყალი 7 578 აბონენტს ჩაეჭრა, 2018 წელთან შედარებით ეს მონაცემი 4 000-თაა გაზრდილი. ეს არის კატასტროფული ციფრები.

 

მადლიერების სახლზე ქუთაისის მერიამ მომწერა, რომ ნახევარ მილიონ ლარს ხარჯავენ სოციალურად დაუცველთა კვებაზე. ბიძინა ივანიშვილო, გიგზავნი ამ ციფრებს, იმიტომ რომ გეტყობა გიმალავენ, რადგან გამოდიხარ და იძახი, რომ ყველაფერი მშვენივრადაა ამ ქვეყანაში. ამისთვის უნდა დარჩე, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს დენ, წყალ და გაზ ჩაჭრილთა რიცხვი?!“, – განაცხადა გოგი წულაიამ.

 

ავტორი: თეონა აბესაძე

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X