
ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგულავა ჟურნალისტებს დაუპირისპირდა. ამის მიზეზი გახდა ის კითხვები, რომლებმაც უგულავას უკმაყოფილება გამოიწვია და სიტყვიერ შეურაცხყოფას არ მოერიდა.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა ოპოზიციის სამომავლო გეგმებით დაინტერესებული „იმედის“ ჟურნალისტი გარეჯის საქმეზე ორი პირის დაკავებაში დაადანაშაულა.
ოპოზიციის ლიდერს არც „მოამბის“ გადამღები ჯგუფის მიერ დასმული კითხვა მოეწონა, რის გამოც ჟურნალისტს დაუპირისპირდა და „სუს-ის თანამშრომელი“ უწოდა. გიგი უგულავას უკმაყოფილება აქციის მონაწილეების მხრიდან ქვების სროლის შესახებ დასმულმა კითხვამ გამოიწვია.