fbpx
11:58 | 2020-05-26 ავტორი: Prime Time

გიგი უგულავა: „რეციდივისტი“ პოლიტიკოსის გზა „სალომეს ლოცვამდე“

გიგი უგულავა: „რეციდივისტი“ პოლიტიკოსის გზა „სალომეს ლოცვამდე“

გიგი უგულავა რომ „გამოსალოცი იყო“, ბოლო შვიდმა წელიწადმა ცხადჰყო – ციხეში ხან საკუთარი ფეხით მიდიოდა, ხან თვითმფრინავის ტრაპიდან „ხსნიდნენ“, სასამართლოდან-სასამართლოში დაიარებოდა, ციხიდან უშვებდნენ და მალევე უკან აბრუნებდნენ, ღალატიც იწვნია და უარყოფაც…

 

ჰოდა, წელს 15 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა შეიწყალა და, როგორც გიგის მოეჩვენა, – „დალოცა კიდეც“.

 

ზურაბიშვილი უშვერი სიტყვებით მლანძღავდა, მაგრამ მივხვდი, რომ ამ დროს ძუძუები ილოცებოდნენ. ფაქტია, რომ მისი ხელმოწერაა ამ ჩემს შეწყალების აქტზე, ამიტომ, ადამიანურად, მადლობას ვეუბნები

– გიგი უგულავა

გიგი უგულავა ციხიდან გამოვიდა

თუმცა მანამდე მის დამლოცველ პრეზიდენტს ის სულ სხვა კონტექსტში ახსენებდა:

 

მადამ გიჯობთ იყუჩოთ – დუმილი ოქროა, ხოლო თქვენი მეტყველება სპილენძადაც არ ღირს

 

სალომე ზურაბიშვილი ბოლო სიტყვებით მლანძღავდა, მაგრამ მისი ძუძუები მლოცავდნენ - გიგი უგულავა
2020-05-15სალომე ზურაბიშვილი ბოლო სიტყვებით მლანძღავდა, მაგრამ მისი ძუძუები მლოცავდნენ - გიგი უგულავა

 

– ასე მიმართა ადრე სალომე ზურაბიშვილს გიგი უგულავამ სოციალური ქსელიდან სულ სხვა თემაზე პოლემიკისას, მაგრამ ახლა მისი სპილენძიც ოქროდ ეჩვენებოდა, ოღონდ ციხეში არ შებრუნებულიყო.

 

პრეზიდენტმა კი უგულავას შეწყალების გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და ბოლოს სიტყვა ასე „დაასპილენძა“:

 

„პოლიტიკოსს, რომელიც მძიმე და ყველასთვის ცნობილი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის ციხეში სასჯელს იხდის, პოლიტპატიმარი არ ეწოდება, ის მხოლოდ და მხოლოდ დამნაშავე პოლიტიკოსია“

 

რაკი გიგი უგულავა უკვე 17 წელია პოლიტიკის ავანსცენაზეა, ცხადია, საინტერესოა მისი განვლილი პოლიტიკური და აპოლიტიკური გზაც:

 

 

გიგი უგულავას ოფიციალური ბიოგრაფია

 

 

გიგი (გიორგი) უგულავა დაიბადა თბილისში 1975 წლის 15 აგვისტოს. დაამთავრა თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია.

 

უმაღლესი განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1998 წელს დამთავრა. ასევე, სწავლობდა სასულიერო სემინარიაში და გერმანიაში, ზაარბრუკენის უნივერსიტეტში.

 

სხვადასხვა დროს მუშაობდა: რელიგიის ისტორიის მასწავლებლად, ჟურნალისტად, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს პროექტების მენეჯერად, ფონდ ევრაზიის კონსულტანტად;

 

  • 2001-2003 წწ. იყო “სამართლებრივი განათლების ასოციაციის” (ALPE) დირექტორი;

 

  • 2003 წლიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;

 

  • 2004 წლიდან საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის I მოადგილე;

 

  • 2004-2005 წლებში პრეზიდენტის რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში;

 

  • 2005 წლიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი;

 

  • 2005-2013 წლებში იყო თბილისის მერი;

 

  • 2017 წლიდან – დღემდე პარტია “ევროპული საქართველოს” ლიდერი.

 

 

გიგი უგულავას „ორჭოფუნქ“ – ერთხელ სამეგრელოში

 

 

თბილისში, მთაწამინდაზე გაზრდილი გიგი უგულავა ვარდების რევოლუციის გარიჟრაჟზე, 2004 წლის ოქტომბერში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად დაინიშნა.

 

უგულავას ზუგდიდურ ცხოვრებას ხშირად თან სდევდა კითხვა – „უგულავამ მეგრული როგორ არ იციო“ და მანაც ეს უხერხული თემა „მეგრულად“ მოაგვარა:

 

გიგიმ ერთი სიტყვა ისწავლა და ის თათბირზე ყველას გასაგონად ხმამაღლა თქვა – “ორჭოფუნქ”, რაც “დაგიჭერ”-ს ნიშნავს.

 

მოთათბირეები, თურმე, ნიღბიანების შემოვარდნის მოლოდინში კარებისკენ იყურებოდნენ (იმ დროს ეს ხშირი მოვლენა იყო).

 

როცა დარწმუნდნენ რომ გადარჩნენ, გუბერნატორს უხერხული სიცილით მოუწონეს მეგრულთან დაახლოება.

 

უგულავა სამეგრელოში დიდხანს არ დარჩენილა, თუმცა, მის დროს დაწყებული ზუგდიდის ბაზრის აქციები დიდხანს იკლებდა ხმაურით ქალაქს (აქციები გამოიჩეოდა შემცხადებელი ქალების აქტიურობით).

 

ოპონენტები, უგულავას მიერ, ახალი ბაზრის მეპატრონისგან ძველი ბაზრის ჩასაძირად დახმარებაში 60 000-ის აღებაზეც საუბრობდნენ. ისე, მაგ 9 წლის წყევლაში შეიძლება ამ ამბით გაბრაზებული ქალბატონების წილიც იყოს.

 

 

უგულავა – თბილისის პირველი არჩეული მერი და უგულავას სადღეგრძელო რუსულად

 

 

გიგი უგულავა თბილისს 8 წელი განაგებდა. 2005 წელს ის ამ თანამდებობაზე დაინიშნა და ზურაბ ჭიაბერაშვილი შეცვალა.

 

2006 წელს მერად ქალაქის საკრებულომ აირჩია, 2010 წელს კი ის საქართველოში პირველი მერი გახდა, რომელიც პირდაპირი წესით აირჩიეს.

 

დედაქალაქის არჩეული მერი მნიშვნელოვან ფიგურად იქცა და პრეზიდენტიც ხშირად აქებდა. კულუარებში უგულავას სააკაშვილის მემკვიდრედაც მოიაზრებდნენ.

გიგი უგულავა, სააკაშვილი და ოქრუაშვილი

 

 

იმ დროს ტელეკომპანია მაესტროს მმართველი ეროსი კიწმარიშვილი ამბობდა, რომ „ოპერაცია სააკაშვილის მემკვიდრე დაწყებულია. უგულავა, ძალიან დიდი შანსია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი საპრეზიდენტო სახე გახდეს“-ო.

 

გიგი უგულავა ამ პერსპექტივისთვის მოკავშირეებს ყველა ფრონტზე ეძებდა. ჯერ კიდევ დანიშნული მერი იყო, მოსკოვს რომ ესტუმრა.

 

მოსკოვში რუსეთის გავლენიან პოლიტიკოსებს გიგის სადღეგრძელო ქართველმა მილიონერმა ზურაბ წერეთელმა თურმე ასე შესთავაზა:

 

“ვიპიმ ზა ბუდუშეგო პრეზიდენტა გრუზიი გიგი უგულავა”.

 

გიგისთან დაკავშირებით ზურაბ წერეთლის ფსონზე მაშინ ქართულ პრესაში არაერთხელ დაიწერა.

 

ამ დაფასებას მოჰყვა თავისუფლების მოედანზე ურჩხულთან მებრძოლი წმინდა გიორგის სკულპტურის აღმართვა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი უკვე კიევის მაიდანზეც იდგა.

 

საერთაშორისო-რუსული ლობი გიგის შემდგომი თავდაჯერებული მოხელეობისთვის მყარი „ზურგი“ გახდა და მტერიც და მოყვარეც მეტი გაიჩინა.

 

გიგი უგულავას მერობის პერიოდს უკავშირდება:

 

  • პროექტი „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“

 

  • ახალი ფასადები აღმაშენებელზე და აბანოთუბანში;

 

  • დასუფთავების გადასახადის მიბმა დახარჯულ ელექტროენერგიაზე

;

  • ყვითელი ავტობუსები;

 

  • ტრამვაის ლიანდაგების აყრა

 

  • მგზავრობის გაძვირება;

 

  • გმირთა მოედნის ესტაკადა;

 

  • შედარებით სუფთა ქალაქი;

 

  • ქალაქში კორპუსების ხმაურიანი დანგრევები;

 

  • მერიაში საკადრო წმენდები; ნეპოტიზმი და ა.შ.

 

მან მეგობრები არა მარტო მერიაში, არამედ სხვა გავლენიან სფეროებშიც მოიყვანა.

 

მათ შორის იყო გიორგი ქადაგიძე, ეროვნული ბანის პრეზიდენტი, რომლის სახელი ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი „სტანდარტ ბანკის” გაკოტრებას და სხვა ბანკების საქმეებში ჩარევებს უკავშირდება.

 

 

ჩამორთმეული მერობა  

 

უგულავას ბენეფისი 2012 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ დასრულდა, თუმცა ის ჯერ კიდევ არჩევით თანამდებობაზე იყო.

 

2013 წლის თებერვალში “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი თავის მოადგილედ დანიშნა.

 

“მე მზად ვარ ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედებისთვის, მაგრამ იცოდეთ, მივმართავ პირადად პრემიერ-მინისტრს და მის გუნდს, რომ თბილისის მერიას ვერ დაეპატრონებიან“ – აცხადებდა ნაციონალების კუნძულზე შემორჩენილი უგულავა.

 

მან ამ კუნძულზე ციხესიმაგრის იმიტაცია შექმნა, მაგრამ ეს არაფერში გამოადგა.

რომან გოცირიძე: გზა შეშელეთიდან თბილისამდე და გამსახურდიადან გახარიამდე - დეპუტატის პოლიტიკური და აპოლიტიკური ცხოვრება
2020-05-21რომან გოცირიძე: გზა შეშელეთიდან თბილისამდე და გამსახურდიადან გახარიამდე - დეპუტატის პოლიტიკური და აპოლიტიკური ცხოვრება

 

უგულავა კანცელარიაში მთავრობის სხდომაზეც კი მიიჭრა დაუპატიჟებლად და მაშინდელ პრემიერ ივანიშვილს თვალები უბრიალა.

 

ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ უგულავა ჯერ მერობას ჩამოაშორეს (2013 წელს შეუჩერდა უფლებამოსილება). მერე კი საბიუჯეტო თანხების მითვისების საბაბით დაიჭირეს.

 

ამის შემდეგ დაიწყო პოლიტიკური პინკ-პონკი – გიგი უგულავამ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა უფლებამოსილების შეჩერება.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მისი სარჩელი, მაგრამ სასამართლო მოსმენა 5-ჯერ გადაიდო, იქამდე, სანამ ახალი მერის არჩევნები არ დასრულდა.

 

პროკურატურამ ამავე წლის ივლისში, უგულავას სხვა ბრალიც წაუყენა (მარნეულის საქმე) და დააკავა.

 

 

უგულავა და სამართალი

 

 

გიგი უგულავას წინააღმდეგ გამოძიება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე დაიწყო.
გთავაზობთ 2013 წლიდან დღემდე უგულავას სამართალთან ურთიერთობის ქრონიკას:

 

• 2013 წელს წაუყენეს ბრალდება 2 საქმეზე და შეუჩერეს უფლებამოსილება;

 

• 2014 წელს წაუყენეს ახალი ბრალდება (მარნეულის საარჩევნო შტაბში არეულობის ორგანიზება) და დააკავეს;

 

• 2015 წელს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მიესაჯა 4 წლით და 6 თვით პატიმრობა;

 

• 2017 წელს სააპელაციო სასამართლომ სასჯელი შეუმცირა და უგულავამ საპატიმრო დატოვა;

 

• 2018 წელს ე.წ. ფონდების საქმეზე საქალაქო სასამართლომ 1 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა, რომელიც წინა სასჯელმა შთანთქა;

 

• 2019 წელს ბრალი წაუყენეს ძალადობაში (ძიუდოისტებთან ჩხუბი), შეუფარდეს გირაო და პასპორტის ჩამორთმევა;

 

• 2020 წელს (10 თებერვალი) უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგი უგულავას პატიმრობა ახლიდან, 3 წლითა და 2 თვით მიესაჯა;

 

• 2020 წელს (15 მაისი) გიგი უგულავა საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა.

 

 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ძიუდოისტებთან ჩხუბის საქმემ, მარნეულის საქმესთან ერთად, გიგი უგულავა ლამის რეციდივისტად აქცია.

 

შესაძლოა, მუხლი ერთი-ერთში არ ჯდება, მაგრამ ორივე შემთხვევაში, უგულავას მართლმსაჯულებამ ძალადობრივი ქმედების გამო გამოუტანა განაჩენი. ხოლო, პირს, რომელიც დანაშაულს იმეორებს, უცხო სიტყვათა განმარტებით ლექსიკონში რეციდივისტი ჰქვია.

 

 

6 ბრალდება და 2 პატიმრობა

 

 

• პირველი ბრალდება – 2013 წლის 22 თებერვალს ე.წ. „იმედის“ (რაც თავის მხრივ უკავშრდება რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეს) და „თბილსერვის ჯგუფის“ საქმეზე (ნაციონალურ მოძრაობის აქტივისტების მერიის დასუფთავების სამსახურში ფიქტიური დასაქმების საქმე);

 

 

• მეორე ბრალდება – 2013 წლის 19 დეკემბერს, ე.წ. „თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე“ (ფონდისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვისათვის);

 

• მესამე ბრალდება – 2014 წლის 30 ივნისს ე.წ. „სი-თი პარკის“ საქმეზე (სახელმწიფოს კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვისთვის);

 

• მეოთხე ბრალდება – 2014 წლის 4 ივლისს ორ ეპიზოდზე – განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია და ე.წ. „მარნეულის“;

 

• მეხუთე ბრალდება – 2014 წლის 28 ივლისს ე.წ. „7 ნოემბრის საქმეზე“ (მასთან ერთად სისხლის სამართელბრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, დავით კეზერაშვილის და ზურაბ ადეიშვილის მიმართ);

 

• ძალადობის კიდევ ერთი საქმე – 2019 წლის იანვარში, გიგი უგულავას, ამავე წლის 11 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ინციდენტის გამო ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით წაუყენეს.

 

მას გირაო 2000 ლარი, პასპორტისა და პირადობის მოწმობის დატოვება შეეფარდა.

 

 

პირველი დაპატიმრება – 2014 წლის 3 ივლისს გიგი უგულავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თბილისის აეროპორტში დააკავეს.

 

გიგი უგულავას განცხადებით, კიევში უკრაინის პატრიარქ ფილარეტთან შესახვედრად მიფრინავდა და მეორე დღესვე გეგმავდა ქვეყანაში დაბრუნებას, მან ჟურნალისტებს უკან დასაბრუნებელი ბილეთიც აჩვენა;

 

გიორგი უგულავას “ფულის გათეთრების“ საქმეზე წარუდგინეს ახალი ბრალდება, რასაც მეორე დღეს ე.წ. ”მარნეულის“ ეპიზოდით ბრალის დამძიმება დაემატა.

 

თბილისის ყოფილი მერი წინასწარ პატიმრობაში 14 თვეზე მეტ ხანს იმყოფებოდა, ხოლო კონსტიტუციით კანონიერი ვადა 9 თვეა.

 

 

თავისუფლების ერთი დღე 

 

 

2015 წლის 17 სექტემბერს გიგი უგულავა გაათავისუფლეს, თუმცა მან თავისუფლებაზე მხოლოდ ერთი დღე გაატარა.

 

18 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას „თბილსერვისის“ საქმეზე 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა და ციხეში შეაბრუნა.

 

გიგი უგულავამ N9 სასჯელაღსრულების დაწესებულება 2017 წლის 6 იანვარს დატოვა.

გიგი უგულავა გაათავისუფლეს

 

გათავისუფლებიდან ერთ წელიწადში, უგულავა კიდევ ერთხელ დაპატიმრებას გადაურჩა.

 

2018 წლის 28 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი საქმე გადააკვალიფიცირა და 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვის ნაცვალად, დამნაშავედ სცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.

რისთვის იხდიდნენ სასჯელს ოქრუაშვილი და უგულავა?! - „დანაშაულთა ქრონიკა“
2020-05-15რისთვის იხდიდნენ სასჯელს ოქრუაშვილი და უგულავა?! - „დანაშაულთა ქრონიკა“

 

ყოფილ მერს 1 წლით და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა. თუმცა, ეს განაჩენი შთანთქა სხვა საქმეზე (თბილსერვისის საქმე) სააპელაციო სასამართლოს განაჩენმა და მას სასჯელი მოხდილად ჩაეთვალა.

 

მაშინ უგულავა მთავრობას, პოლიტიკურ დევნას თუ არ შეწყვეტდნენ, არმაგედონს ჰპირდებოდა.

 

პროკურატურამ გადაწყვეტილება 2018 წელს სააპელაციო სასამართლოში, შემდეგ კი 2019 წლის იანვარში, საკასაციო სასამართლოში გაასაჩივრა და ბრალის დამძიმება მოითხოვა.

 

საკასაციო სასამართლომ საქმის განხილვა 2020 წელს დანიშნა.

 

მეორე დაპატიმრება – 2020 წლის 10 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ გაითვალისწინა პროკურატურის მოთხოვნა და გიგი უგულავა ბიუჯეტის თანხის მითვისება-გაფლნაგვაში ცნო დამნაშავედ.

 

უკვე მოხდილი სასჯელის და ამნისტიის გათვალისწინებით, უგულავას 9 წლიანი პატიმრობის ნაცვლად, 3 წლით და 2 თვით პატიმრობა მიესაჯა.

Video: როგორ შეხვდა საპატიმროდან გათავისუფლებულ უგულავას 3 თვის უნახავი ძაღლი
2020-05-17Video: როგორ შეხვდა საპატიმროდან გათავისუფლებულ უგულავას 3 თვის უნახავი ძაღლი

 

საკასაციო საჩივარი ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და ახლადარჩეულმა მოსამართლემ შალვა თადუმაძემ ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.

 

თავად პოლიტიკოსი ამ გადაწყვეტილებას „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შეხვდა.

 

შემდეგ კი თავისი პარტიის ოფისში თანაპარტიელებსა და მეგობრებს დაემშვიდობა და სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა.

 

 

ბოდიში 7 ნოემბრისთვის და ყოფილი მეგობრები

 

გიგი უგულავამ 2007 წლის 7 ნოემბერი „მოინანია“. ამ თემაზე მიმდინარე სასამართლო პროცესს ფარსი და პოლიტიკური შურისძიება უწოდა. აღიარა, რომ 7 ნოემბერი შეცდომა იყო:

 

“ყველაფერს მოეძებნება ახსნა, ყველაფერს აქვს თავის წინაპირობები, მაგრამ 2007 წლის 7 ნოემბერს ჩვენ შეცდომა დავუშვით…”,- დაწერა Facebook-ზე გიგი უგულავამ.

 

გიგი უგულავა- 7 ნოემბერი

 

ამგვარი და სხვა მონანიებების გამო, გიგი უგულავასა და ძველ თანამებრძოლებს შორის „შავმა კატამ გაირბინა“.

 

საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, 2016 წლის 4 ნოემბერს, ციხიდან გამოგზავნილ წერილში, თბილისის ყოფილმა მერმა ღიად თქვა, რომ აუცილებელია პარტიის მიხეილ სააკაშვილისგან დისტანცირება.

 

მაშინ უგულავა და მისი მომხრეები სააკაშვილის რადიკალურ გეგმას, ბოიკოტი გამოეცხადებინა არჩევნების მეორე ტურისა და პარლამენტში შესვლისათვის, გაემიჯნენ.

 

მოგვიანებით, უგულავამ ყოფილი მეგობარი და ლიდერი ჯართს შეადარა და სხვებთან ერთად ნაცმოძრაობა დატოვა.

 

გიგი უგულავა ნაციონალებს გაემიჯნა

 

„როდესაც წინსვლა და პროგრესი შეუძლებელია, მაშინ უნდა მიიღო გადაწყვეტილება სად დარჩები – აირჩევ პროგრესს, თავისუფლებას.

 

თუ გადაეშვები ნაციონალურ, პოპულისტურ დემაგოგიაში, რომელიც საზოგადოებას არაფერს მოუტანს“- განაცხადა გიგი უგულავამ პარტიის დატოვების წინ.

 

 

ზედმეტი თავდაჯერებულობის გამო (ოღონდ ამ თვისებას მტერ-მოყვარე უფრო ხშირად თავხედობად უხსენიებს) მას თანამებრძოლებთან ხშირად ჰქონდა უთანხმოებები.

აი, რას წერს ერთ დროს გასართობადაც რომ არ დადიოდნენ უერთმანეთოდ ის თამარ ჩორგოლეიშვილი გიგიზე: „…ვერ სწავლობს ჭკუას და რა ქნას – დისკუსიების ჩახშობას მიაჩვიეს ცუდად…“.

 

 

თამარ ცერგოლეიშვილი გიგი უგულავს სასამართლოს შემდეგ

თამარ ჩერგოლეიშვილი გიგი უგულავს სასამართლოს შემდეგ

 

ეს კომენტარი ჩორგოლეიშვილმა უფლებადამცველების განცხადებაზე უგულავას მწვავე რეაქციას მოაყოლა.

 

უფლებადამცველებმა უპასუხისმგებლო უწოდეს 2019 წლის 20 ივნისის ღამეს, პოლიტიკოსების მხრიდან პარლამენტში მშვიდობიანად შესვლის მოწოდებას.

 

 

გიგი ბედს ხსნისო

 

 

გიგი უგულავა ორჯერ იყო დაქორწინებული და ყველამ იცის ვინ იყო მისი პირველი და მეორე მეუღლე. როგორ და რატომ დაშორდა მათ.

 

ამიტომ, ამ თემას მოკლედ შევეხებით: მისი პირველი მეუღლე თაკო ცაგურია გახლდათ, რომელსაც წლების წინ ახალი სიყვარულის გამო დაშორდა.

 

მერობის დროს, „უგულავას დიეტაზე“ რომ გადავიდა თვითონ და მთელი თუ არა, ნახევარი თბილისი, ახალი სიყვარული ეწვია და ლელა კილაძეზე იქორწინა.

 

წყვილის სიყვარულმა განსაცხდელს ვერ გაუძლო – ქალაქის ყოფილი პირველი ლედი პატიმარი ქმრის გათავისუფლებას ვერ დაელოდა.

 

გიგი უგულავა და ლელა კილაძე

ფოტო გიგი უგულავას სასამარლო პროცესიდან

გიგის ყოფილები სულ ახლოს დათხოვდნენ – ნაცნობ-მეგობრებში. თვითონ ჯერ ისევ თავისუფალია, მაგრამ როგორც ამბობენ, საბედოს ისიც ახლოს ეძებს, უცხოს სახლში არ შემოიყვანს, გარისკვას არ აპირებსო.

 

გიგი უგულავას პირველი ქორწინებიდან ორი ქალიშვილი ჰყავს – ტასო და თინა უგულავები.

 

გიგი უგულავა და მისი ქალიშვილები

გიგი უგულავა შვილებთან ერთად

 

გიგის და ლელას საერთო შვილი ალექსანდრე ჰყავთ, რომელიც ხან დედასთან არის, ხან – მამასთან.

 

 

ქონება – როგორ გავაქროთ მილიონები

 

 

საინტერსოა ყოფილი მერის ქონება, რომელიც მილიონების მითვისებისთვის იხდიდა სასჯელს, თუმცა ბოლო შვიდი წლის მანძილზე საქმე მართმსაჯულებასთან რომ აქვს იმ კაცის მილიონებიც უჩინარი ხდება.

 

 

2014 წლის იანვარში არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდა ადვოკატები” პროექტის „პოლიტიკოსების ქონებრივი დეკლარაცია და მათი ფარული ბიზნეს ინტერესები” ფარგლებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა.

 

დოკუმენტიდან ცნობილი გახდა, რომ გიგი უგულავასთან დაკავშირებულ კომპანიებსა და ფირმებს, 13 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი აქვთ მიღებული.

 

„…მაგალითად, ყოფილი მერის ძმის, ირაკლი უგულავას კომპანია:

 

„ჯეოლენდი” გამარჯვებულია 38 სახელმწიფო ტენდერში, ერთ პირთან მოლაპარაკებით, სახელმწიფოს მასთან დადებული აქვს 114 ხელშეკრულება.

 

„სალომე შე ძველო!“ - გვარამიას და ჟორჟოლიანის რეაქცია ხმაურიან შეწყალებაზე
2020-05-15„სალომე შე ძველო!“ - გვარამიას და ჟორჟოლიანის რეაქცია ხმაურიან შეწყალებაზე

 

გიგი უგულავას ბიძის, თამაზ გოგიაშვილის კომპანია „თ.ფ”-გამარჯვებულია 13 სახელმწიფო ტენდერში, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, მასთან სახელმწიფოს დადებული აქვს 28 ხელშეკრულება”- წერია დოკუმენტში.

 

2018 წლის 6 აპრილს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, “ევროპული საქართველოს” კანდიდატი.

 

თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა არ ფლობს არანაირ უძრავ და მოძრავ ქონებას, და არც ანაზღაურებადი სამუშაო შეუსრულებია.

 

საბანკო ანგარიშზე აქვს 361 აშშ დოლარი და 90 000 აშშ დოლარი ნაღდი ფული.

 

ისე, როგორც ჩანს, ერთგული და გამტანი ნათესავები ჰყავს უგულავას. ეს თანხა წვრილი ხარჯებისთვის ეყოფა და აწ უკვე სალომესგან შეწყალებულს და დალოცვილს, ნათესავებიც უკეთ მოხედავენ.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X