15:15 | 2021-07-28 ავტორი: თეონა ყაჭიური

გიგი უგულავა ოპოზიციას პარლამენტიდან გასვლისკენ მოუწოდებს

გიგი უგულავა ოპოზიციას პარლამენტიდან გასვლისკენ მოუწოდებს

ოპოზიციონერი გიგი უგულავა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნება“ უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთვევაში და 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს ნაცვლად.

 


როგორც გიგი უგულავა ამბობს, ოპოზიცი პარლამენტიდან უნდა გამოვიდეს.

 

„ჩემი აზრით:

 

1. ოპოზიცია უნდა გამოვიდეს პარლამენტიდან

 

2. ვადა უნდა მივცეთ ოცნებას და მთავრობისგან გადაგდებულ პარტნიორებს რომ დააბრუნოს ოცნება შეთანხმებაში.

 

3. შეთანხმება უნდა იყოს მხოლოდ 43%-ზე და სრულად პროპორციულ რიგგარეშეზე. დანარჩენზე ოცნებასთან საუბარი არ შეიძლება

 

4. ვადის გასვლის შემდეგ და მოთხოვნის არშესრულების შემთხვევაში ბოიკოტი ადგილობრივ არჩევნებს. უნდა გვესმოდეს დღეს ოცნებამ საქართველოში გააუქმა არჩევნები“,- აცხადებს გიგი უგულავა.

 

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერებთან ერთად, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმებამ საკუთარი თავი ამოწურა.

 

ამასთან, პარლამენტი უკვე დატოვა „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ.

 

დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური


X

error: Content is protected !!