18:18 | 2021-10-15 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

გიგი უგულავა კოვიდტესტის პასუხს აქვეყნებს

გიგი უგულავა კოვიდტესტის პასუხს აქვეყნებს

“მეგობრებო, გუშინდელი დღის მერე განსაკუთრებულად გაიზარდა ინტერესი ჩემი ჯანმრთელობის მიმართ. მე სრულად ვარ ჯანმრთელი. ასე ვიყავი გუშინაც და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აქციაზე მისვლა.

სამწუხაროდ, სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, რადგან ეს მისი ბრძოლაა - ლიზა იასკო
2021-10-15სამწუხაროდ, სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, რადგან ეს მისი ბრძოლაა - ლიზა იასკო

 

ცხადია მე არასდროს არც ჩემს და მითუმეტეს არც სხვის ჯანმრთელობას საფრთხეში არ ჩავაგდებ. ამას მათთვის ვამბობ, ვინც მართლა შეწუხდა და განიცადა”,- ამის შესახებ ოპოზიციონერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.

 

“წყალწაღებულ ხელისუფლებასთან, მათ პროპაგანდონებთან, რომლებსაც მხოლოდ “გამოჭერა” აინტერესებთ, ხალხის ჯანმრთელობა კი ფეხზე ჰკიდიათ, არაფერი მაქვს სათქმელი და ბოლოს აიცერით ხალხნო. ნუ იქნებით მთავრობის იმედად. აიცერით რომ კარგად იყოთ თქვენც და თქვენი ახლობლებიც. გისურვებთ ჯანმრთელობას”, – წერს უგულავა და შესაბამის სურათს აქვეყნებს.

 

 

ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X