13:29 | 2021-10-16 ავტორი: სალომე ნეფარიძე

გიგი უგულავა, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის 2000 ლარით დააჯარიმეს

გიგი უგულავა, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის 2000 ლარით დააჯარიმეს

გიგი უგულავა, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლის მიხედვით 2000 ლარით დაჯარიმდა.

 

ცნობისთვის, გიგი უგულავა კორონავირუსი 7 ოქტომბერს დაუდასტურდა. 14 ოქტომბერს კი თავისუფლების მოედანზე აქციაზე სიტყვით გამოვიდა.

 

2021-10-16"უსამართლობის შეგრძნება მქონდა" - რატომ დააკავეს გიორგი თაბაგარი

 

აქციის დასრულების შემდეგ უგულავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აქციაზე ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიდა მისვლა.

 

„სიმპტომები აღარ მაქვს, აღარც გადამდები ვარ, სწრაფმა ტესტმაც უარყოფითი აჩვენა და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვიტე ვყოფილიყავი აქციაზე, ხალხთან ერთად“ – დაწერა უგულავამ.

 

ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X