
ჟურნალისტმა თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში, მისი ქმრის, პოლიტიკოსის, გიგა ბოკერიას დაბადების დღის ფოტოები გამოაქვეყნა, რომელიც 7 წლის წინ არის გადაღებული.
“გიგას დაბადების დღე 7 (700 მეჩვენება) წლის წინ – ამის მერე აქ მყოფ 1-2-3 ადამიანთან ჩემი გზა გაიყო, დიდი ნაწილი ისევ მოკავშირე და მეგობარია, მაგრამ ესენიც და ისინიც ფეისბუქის მემორიში რჩებიან” – დაწერა ჩერგოლეიშვილმა.
როგორც კომენტარებიდან ირკვევა, ბოკერიამ დაბადების დღე, 7 წლის წინ სახლში გადაიხადა, სადაც სტუმრად მისი ყოფილი თანაგუნდელი, მიხეილ სააკაშვილიც იმყოფებოდა.
ჟურნალისტის გამომწერებმა, უყურადღებოდ არ დატოვეს სააკაშვილის დაბადების დღის ჩაცმულობა.
“ეს სახლში “კურტკით” რატომ დადის” – დაუწერეს ჟურნალისტს კომენტარში მიხეილ სააკაშვილის ფოტოზე, სადაც ის დივანზე ქურთუკით ზის.
რაზეც თამარ ჩერგოლეიშვილმა შემდეგი პასუხი გასცა: ნეტა სახლში კურტკა და ცალცალი ფეხსაცმელი დარჩენილიყო ამის პრობლემად.
შეგიძლიათ წაიკითხოთ: ვინ არის და რას საქმიანობს თამარ ჩერგოლეიშვილის უფროსი ქალიშვილი? (ფოტოები)