16:51 | 2021-06-11 ავტორი: Prime Time

გია აბაშიძე – სამწუხაროა, როცა საია-ს ხელმძღვანელი ან ვერ ერკვევა საერთაშორისო პრაქტიკაში ან დაუფიქრებლად, უაპელაციოდ სარგებლობს ნაცსექტის „მესიჯბოქსით“

გია აბაშიძე – სამწუხაროა, როცა საია-ს ხელმძღვანელი ან ვერ ერკვევა საერთაშორისო პრაქტიკაში ან დაუფიქრებლად, უაპელაციოდ სარგებლობს ნაცსექტის „მესიჯბოქსით“

„ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი – მოხარული ვარ, რომ პარლამენტმა მიიღო „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ ახალი კანონი; „საია“- ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტოტალურ კონტროლში“ – ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში, პარლამენტის მიერ, მე-3 მოსმენით მიღებულ „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტის შესახებ ორ შეფასებას ეხმიანება და შესაბამის სქრინებს აქვეყნებს.

 

მისი თქმით, სამწუხაროა, როცა ერთ-ერთი ცნობილი NGO-ს, საია-ს ხელმძღვანელი ან ვერ ერკვევა საერთაშორისო პრაქტიკაში ან დაუფიქრებლად, უაპელაციოდ სარგებლობს ნაცსექტისმესიჯბოქსით“.

 

​„საქართველოს პარლამენტმა 10 ივნისის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი, რომლის ინიცირებაც წინა მოწვევის პარლამენტში, 2019 წელს მოხდა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტოტალურ კონტროლში, – ასე გამოეხმაურა ახალ კანონს საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი, რომლის შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მხოლოდ მოსმენები კი არა, ინტერნეტიც ჩაუვარდა ხელში.

 

ძალიან სამწუხაროა, როცა ერთ-ერთი ცნობილი NGO-ს, საია-ს ხელმძღვანელი ან ვერ ერკვევა საერთაშორისო პრაქტიკაში ან დაუფიქრებლად, უაპელაციოდ სარგებლობს ნაცსექტისმესიჯბოქსით“. მე ორივე ვარიანტს ვემხრობი. ახალი კანონის მიღებას ეხმაურება დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი: მოხარული ვარ, რომ პარლამენტმა მიიღო „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ ახალი კანონი. ეს სოლიდური ბაზაა სამომავლო კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ქვეყნის კიბერსივრცეში თავდაცვისა და სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად. მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით გაძლიერდეს ზედამხედველობა“ – წერს გია აბაშიძე.

 

 

ავტორი: Prime Time


X