20:37 | 2020-03-25 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ღვთისმსახურება საქართველოს 5 ეპარქიაში შეიზღუდა – ნახეთ ჩამონათვალი

დღეის მონაცემებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში შესულმა ხუთმა ეპარქიამ მიიღო გადაწყვეტილება დროებით ღვთისმსახურება აღასრულოს დახურულ კარს მიღმა. მათ შორისაა, უცხო ქვეყნებში საქართველოს ეკლესიის ექსარქიები და ასევე საქართველოში, კარანტინის ზონად გამოცხადებული მარნეულის ეპარქია. უფრო ზუსტად:

 

დასავლეთ ევროპის ექსარქია – მიტროპოლიტი აბრაამი

 

დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ექსარქია – მთავარეპისკოპოსი ზენონი

 

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია – ეპისკოპოსი გიორგი

 

ბელგიისა და ჰოლანდიის ექსარქია – ეპისკოპოსი დოსითე მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია – ეპისკოპოსი გიორგი

 

ჩრდილოეთ ამერიკის ექსარქია – ეპისკოპოსი საბა

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

დატოვე კომენტარი