19:31 | 2020-01-07 ავტორი: Prime Time

ღვთაებრივი სურნელის რეცეპტი, რომელიც თავად უფალმა უკარნახა მოსეს

ღვთაებრივი სურნელის რეცეპტი, რომელიც თავად უფალმა უკარნახა მოსეს

ქრისტიანულ ეკლესიაში მღვდელმსახური საკმეველს, გუნდრუკს, საცეცხლურით უკმევს ხატებს და მლოცველებს. საკმევლის კვამლი, სიმბოლურად გამოხატავს მლოცველთა ლოცვა-ვედრების ასვლას ზეცაში და იქიდან, მადლის გადმოსვლას.

 

ის ფაქტი, რომ საკმეველის არომატი კურნავს სულიერ ტკივილს, ანიჭებს ადამიანს სიმშვიდისა და დაცულობის შეგრძნებას, ბევრისთვის არის ცნობილი. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ამას გარდა იგი ხელს უშლის მიკრობების გამრავლებას ჰაერში, წყალსა, და, რაც მთავარია, ორგანიზმში! მაინც რა არის ამ სასწაულმოქმედი ნივთიერების საიდუმლო?

 

საკმეველის დამზადების რეცეპტი თავად უფალმა უკარნახა მოსეს: ბიბლიაში ნათქვამია, რომ  “უთხრა უფალმა მოსეს: აიღე სურნელებანი: შტახსი, ონიქსი, სურნელოვანი ხელბანა და სუფთა ლებონა, თანაბრად. დაამზადე მისგან სასაკმევლე ნაზავი მენელსაცხებელთა ხელოვნებით აზელილი, სუფთა, წმიდა“.

 

სუფთა ლებონა – სწორედ ეს არის გუნდუკი, ფისი ძალიან იშვიათი ხის, Boswellia-სი, რომელიც არაბეთში იზრდება. შტახსი მურის ხის სურნელოვანი ნივთიერებაა.

სურნელოვანი ხელბანაქოლგისებრთა ოჯახის მცენარის რძისებრი წვენის შედედებული გრანულებია, რომელსაც გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიტური და შარდმდენი თვისებები. ონიქსი – წითელ ზღვაში ბინადარი, განსაკუთრებული ტიპის მოლუსკის ნიჟარის სარქველია, რომელიც დაფქვილ მდგომარეობაში უძველესი დოიდან გამოიყენებოდა მედიცინაში.

 

ამ კომპონენტების ერთად შეზვების შემდეგ, მეცნიერები შეეცადნენ დაედგინათ, ჭეშმარიტი ბიბლიური საკმეველის სამკურალო თვისებები. შედეგმა ყველა გააოცა: საკმეველი აღმოჩნდა უძლიერესი იმუნოსტიმულატორი!

 

აქედან გამომდინარე, როცა ღვთისმსახურები ავადმყოფ ადამიანებს საკმეველს უკმევდნენ, კვამლი, რომელიც რელიგიის მიხედვით, წმინდა ძალებს განასახიერებს, ოთახს ავსებდა. მედიცინის ენაზე კი – ვირუსებსა და მავნე ბაქტერიებს კლავდა. უმცირესი ნაწილაკები ფილტვებიდან ორგანიზმში შეღწევისას, ახდენს წარმოუდგენელ გამაჯანსაღებელ ეფექტს! საკმეველის კვამლი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ამარცხებს სტრესს, ნევროზს, პანიკურ შეტევებსა და უძილობას.

 

შეგახსენებთ, რომ საკმეველი, საკმელი, (ძვ. ბერძნ. λήδανον, λάδανον – ლადანონი) — სურნელოვანი ფისია, რომელიც გამოიყოფა ბურსერსებრთა ოჯახის მცენარის ბოსველიას (Boswelia carterii) ანუ საკმლის ხის დასერილი ქერქიდან. ხე იზრდება, აღმოსავლეთ აფრიკასა და არაბეთის ნახევარკუნძულზე. საკმეველი შეიცავს გუმფისს, ეთეროვან ზეთებს, მწვანე ნივთიერებებს. ნაწილობრივ იხსნება წყალსა და ორგანულ გამხსნელებში.

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები