13:21 | 2020-02-21 ავტორი: Prime Time

ღვთაების მონასტერში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ღვთაების მონასტერში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით მარტყოფში, ღვთაების მონასტერში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

 

წყაროს ცნობით, მკვლელობაში ბრალდებული  დღეს სამართალდამცველებს მონასტერში, შემთხვევის ადგილზე ჰყავდათ მიყვანილი.

 

„პრაიმტაიმს“ სანდო წყარო უყვება, რომ ბრალდებულმა დანაშაული აღიარა, თუმცა მოტივზე არ უსაუბრია.

 

„კელიაში სადაც მკვლელობა მოხდა, სულ სამი ადამიანი ცხოვრობდა. ღამის ოთხ საათზე ლოცვისთვის ერთმანეთს აღვიძებდნენ, თუმცა, ერთი მათგანი ვერ გააღვიძეს. როდესაც საბანი გადახადეს საშინელი სურათი დახვდათ. ისე ჩაიდინა მკვლელობა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების  მქონე ადამიანმა, რომ კელიაში ვერავინ გაიგო. როგორც სასულიერო პირები ამბობენ, მკვლელსა და მოკლულს არანაირი კონფლიქტი არ ჰქონდათ. ვიცი, რომ ბრალდებული ადრე ფსიქიატრიულშიც ჰყავდათ მიყვანილი, თუმცა სტაციონარში არ დაუწვენიათ. გარდაცვლილი რუსეთის მოქალაქეა. არც მკვლელსა და არც მოკლულს მონასტერში ოჯახის წევრები არ აკითხავდნენ.“ – ამბობს წყარო.

 

შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X