22:22 | 2021-10-12 ავტორი: Prime Time

ღვიძლის გადასანერგად მომზადებული 15 წლის გოგო ავიაკომპანიის გამო აეროპორტში დარჩა, მშობლები დახმარებას ითხოვენ – რა მოხდა ათენის აეროპორტში

ღვიძლის გადასანერგად მომზადებული 15 წლის გოგო ავიაკომპანიის გამო აეროპორტში დარჩა, მშობლები დახმარებას ითხოვენ – რა მოხდა ათენის აეროპორტში

მოზარდი, რომელიც მშობლებს საბერძნეთიდან იტალიაში ღვიძლის გადასანერგად მიყავდათ, აეროპორტში ჩარჩა. ამის მიზეზი გაკოტრებული ავიაკომპანია აღმოჩნდა, რომელმაც ფრენები აღარ განახორციელა. მძიმე დაავადების მქონე გოგო იტალიური კლინიკის ნაცვლად, ათენის აეროპორტის მოსაცდელში გაურკვეველი ვადით დარჩა.

 

მისი მშობლები დახმარებას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის სთხოვენ.

 

“ათენის აეროპორტში უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა ბერძნების ოჯახი, რომელიც მცირეწლოვანი შვილის სიცოცხლისთვის აუცილებელი ანალიზების გასაკეთებლად იტალიაში, რომში უნდა გამგზავრებულიყო.

 

ირკვევა, რომ ოჯახი ბავშვთან ერთად ათენის აეროპორტში, დაგეგმილ რეისზე მივიდა, რომელიც ავიაკომპანია Alitalia-ს უნდა განეხორციელებინა, მაგრამ ვინაიდან ეს კომპანია გაკოტრდა, რეისებიც გაუქმდა და მიუხედავად ყველაფრისა, არც ამ ოჯახს და არც სხვა მგზავრებს, ამის შესახებ არავინ შეატყობინა.

 

15 წლის გოგონას მამა სასოწარკვეთილია და საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვს, რომ რაიმე მოიმოქმედონ. მოზარდს სჭირდება ღვიძლის გადანერგვა, თუმცა, რომში უნდა გაიკეთოს ანალიზები, რომლებიც განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობისაა იმისთვის, რომ შემდეგ ოპერაცია დაიგეგმოს და უსაფრთხოდ ჩატარდეს.

 

“ჩვენ ხაფანგში ვართ მომწყვდეული. აუცილებლად უნდა წავიდეთ, მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არის. აუცილებელია, რომ გაფრენის გზა მოიძებნოს,” ამბობს მამაკაცი.

 

ირკვევა, რომ 15 ოქტომბრიდან ამ ავიაკომპანიის მიერ ბილეთები აღარ იყიდება, თუმცა, მანამდე გაუქმებულ ფრენებთან დაკავშირებით ხელმძღვანელობამ მგზავრებს არანაირი შეტყობინება არ გაუგზავნა, რის გამოც, 15 წლის გოგონას ოჯახი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.” – წერს ემიგრანტების საინფორმაციო პლატფორმა.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X