14:06 | 2020-03-12 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ღორის გრიპის ეპიდემიის დროს საქართველოში 52 ადამიანი გარდაიცვალა – თენგიზ ცერცვაძე

ღორის გრიპის ეპიდემიის დროს საქართველოში 52 ადამიანი გარდაიცვალა – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსსა და ღორის გრიპს ერთმანეთს ადარებს და იხსენებს, რომ ღორის გრიპმა საქართველოში 52 ადამიანი შეიწირა და ეს ევროპაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო.

 

„მე მიმაჩნია, რომ ასეთი მინი აფეთქებები კიდევ იქნება. რაოდენობა მოიმატებს, შეიძლება მნიშვნელოვნადაც, მაგრამ არა იმდენად, რომ გამოვიდეს კონტროლიდან. მე მინდა შეგახსენოთ, როცა იყო ღორის გრიპის ეპიდემია 2009-2010 წლებში, საქართველოში გარდაიცვალა 52 ადამიანი. ეს მაშინ, როცა საქართველომ დადო ევროპაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სიკვდილიანობის. ახლა არცერთი არ გარდაცვლილა ჯერ, სულ 23 ავადმყოფი გვყავს და პანიკა ჯერ უადგილოა“, – ამბობს ცერცვაძე „ტვ პირველის“ ეთერში.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 24 ადამიანს დაუდასტურდა. კარანტინის რეჟიმში – 295 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 49.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენატარი - +

X