fbpx
12:45 | 2020-11-21 ავტორი: Prime Time

„ღმერთო, გადაგვირჩინე ეს კაცი, რომ მადლობის გადახდა მაინც შევძლოთ” – ჟურნალისტი ნათია ბერიძე

„ღმერთო, გადაგვირჩინე ეს კაცი, რომ მადლობის გადახდა მაინც შევძლოთ” – ჟურნალისტი ნათია ბერიძე

„როცა პირველი კოვიდპაციენტის გარდაცვალების შესახებ გაიგო ფეხზე წამოდგა… პირველივე დღიდან ასე ჩვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგას, დაუღალავად… თავი შემოგვწირა… ღმერთო, გადაგვირჩინე ეს კაცი, რომ მადლობის გადახდა მაინც შევძლოთ…”- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნათია ბერიძე წერს.

 

17 ნოემბერს, ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

განცხადება ინფექციურმა საავადმყოფომ გაავრცელა.

 

„კლინიკის გენერალურ დირექტორს, ბატონ თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ლაბორატორიული კვლევის თანახმად, თენგიზ ცერცვაძე ინფიცირებულია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები. შესაბამისად, სტაციონარში ყოფნას არ საჭიროებს და ის სახლში მკურნალობს… მალე გამოჯანმრთელება ვუსურვოთ ბატონ თენგიზს“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

მოგვიანებით თენგიზ ცერცვაძის მდგომარეობა დამძიმდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X