fbpx
18:37 | 2020-04-23 ავტორი: თამარ გონგაძე

“ღმერთმა გვირჩია და სოფლებში წამოგვიყვანა” – რას საქმიანობს ბორჯომში ჩარჩენილი ტრისტან სარალიძე

“ღმერთმა გვირჩია და სოფლებში წამოგვიყვანა” – რას საქმიანობს ბორჯომში ჩარჩენილი ტრისტან სარალიძე

მსახიობი ტრისტან სარალიძე ბორჯომშია, მშობლიურ სახლში და ჯერჯერობით, თბილისში დაბრუნებას ვერ ახერხებს.

 

ეპიდემიური შეზღუდვები ახარებს, რადგანაც, როგორც იქნა, შვილებთან ერთად სადილობას და ვახშმობას ახერხებს.

 

მშობლების კარ-მიდამოში გაშენებულ ბოსტანს უვლის, როგორც “პრაიმტაიმთან” ამბობს, დაგეგმილი აქვს პომიდვრისა და კიტრის ჩითილების დარგვა.

 

ტრისტან სარალიძე: – ეზოიანი სახლი მაქვს და ვერთობი, ეზო მოვაწყე, პატარა ბაღჩა გავაკეთე. ყვავილები დავთესე. თუ ამინდია, ძალიან ბედნიერი ვარ.

 

ლობიო და კარტოფილი დავთესე. მოსავლის აღებამდე შრომატევადია, გათოხვნა, მორწყვა, მოვლა უნდა. პომიდვრის და კიტრის დათესვა მაქვს დაგეგმილი. ორი-სამი დღეა ცუდი ამინდია და სახლში ტელევიზორის ყურებამ გამომათაყვანა.

 

ბევრი გეგმავს სოფლად მიბრუნებას და ბაღ-ბოსტნის გაშენებას. რას ურჩევდით?

 

– მე კი ვერ ვურჩევ, აგერ ღმერთმა გვირჩია და ყველა სოფლებში წამოგვიყვანა. ახლა მეგობრებს ვეხუმრებოდი, რამდენიმე კარგი რამ გააკეთა ამ კორონავირუსმა-მეთქი: სულ მინდოდა შვილებთან ერთად მესადილა და მევახშმა.

 

ვერ ვახერხებდით, საქმეების და სამსახურების გამო. ახლა ერთად ვსადილობთ, ვვახშობთ. საღამოს 9 საათზე სახლში არიან. ღამით გარეთ არ გადიან.

 

ხვევნა-კოცნა მტლაშა-მტლუში აიკრძალა და ესეც ძალიან მომწონს.

 

ჰაერი გაიწმინდა, დედამიწამ დაისვენა. რა თქმა უნდა, პატარა პრობლემები ახლავს ეპიდემიას, მაგრამ იმდენი რამ გამოაკეთა, რომ სასიხარულოა.

 

– იმუნიტეტზე როგორ ზრუნავთ?

 

–  აქ ბორჯომში ისეთი ჰაერია, რომ იმუნიტეტს მიძლიერებს. თუ მზეა, მზეზე ვარ და ულტრაიისფერ სხივებს ვიღებ. რაც ეპიდემია დაიწყო, ალკოჰოლურ სასმელს აღარ ვიღებ, შევეში…

 

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X