21:08 | 2020-08-28 ავტორი: თამარ გონგაძე

“ღმერთის მეშინია და მარიამის” – თეა დარჩია ქალიშვილს ახასიათებს

“ღმერთის მეშინია და მარიამის” – თეა დარჩია ქალიშვილს ახასიათებს

მოცეკვავე თეა დარჩიას უფროსი ქალიშვილი, მარიამ მათითაშვილი 29 წლის გახდა. მარიამიც დედის კვალს გაჰყვა და მოცეკვავეა, ისიც – “სუხიშვილების”.

 

თეა “პრაიმტაიმთან” საკუთარ შვილს სიამაყით ახასიათებს.

 

თეა დარჩია: – საკუთარი შვილით ყოველდღიურ შოკში ვარ. ისეთი შვილია – მეშინია. ღმერთის მეშინია და მარიამის. ვერც ვიოცნებებდი, რომ შეიძლება ასეთი უნაკლო შვილი მყოლოდა. მაგალითად მე, მთლიანად შეცდომისგან შევდგები. მარიამი აბსოლუტური საპირისპირო, კარგი ვერსია აღმოჩნდა.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

X