fbpx
23:10 | 2020-10-14 ავტორი: თამთა თორდია

ღმერთი იქნება თქვენი მფარველი! – ამონარიდები ილია მეორის ქადაგებებიდან, როცა ის მოსახლეობას კორონავირუსის გამო ამხნევებს

ღმერთი იქნება თქვენი მფარველი! – ამონარიდები ილია მეორის ქადაგებებიდან, როცა ის მოსახლეობას კორონავირუსის გამო ამხნევებს

კორონავიორუსის პანდემიის ფონზე სპეციალისტები განსაკუთრებით ხშირად მოუწოდებენ ადამიანებს, დაიცვან პირადი ჰიგიენა და დაიბანონ ხელები ხშირად, თუმცა საზოგადოების ნაწილს მსგავსი განცხადების მოსმენა პატრიარქისგან განსაკუთრებულად სიამოვნებს.

 

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია-მეორეც ამ საკითხზე ქადაგებებში არაერთხელ საუბრობს.

 

გთავაზობთ ამონარიდებს ილია-მეორეს ქადაგებიდან, სადაც ის კორონავირუსზე საუბრობს.

 

ერთ-ერთი ქადაგების დროს ილია მეორემ თქვა, რომ ეს გაფრთხილებაა.

 

 

უნდა გვახსოვდეს, რომ ამ გაჭირვების დროს, როცა მთელ მსოფლიოს უჭირს, ჩვენ გვესმის ხმა მაცხოვრისა; ნუ გეშინიათ, მე თქვენთან ვარ. მსოფლიო განიცდის იმას, რაც ხდება.

 

ილია მეორემ ლოცვის დასრულების შემდეგ კორონავირუსზე განაცხადა, რომ „ღვთის გარეშე ეს არ მოხდებოდა და ლოცვა-კურთხევით ჩვენ დავძლევთ ამ სენს“.

 

მან მრევლს ასევე თავისი ხილვის შესახებ უამბო.

 

„ცხენზე მჯდომმა ადამიანმა გადამიფრინა ჰაერში, ცეცხლისფერმა და ჩაქრა. მერე მოვიდა ჩემთან ბავშვი და მიჩვენა მე საშუალება, რომლითაც დავძლევთ ამ ბოროტებას. მან დაანერწყვა მიწას, აზილა თითით და წაისვა შუბლზე. ეს იყო ნიშანი, რომ ღვთის ძალით და ჯვრის ძალით ადამიანი გაიმარჯვებდა ამ სენზე“, – განაცხადა ილია მეორემ.

 

„ბევრი ადამიანი შეშინებულია ვირუსისგან. ზოგიერთმა დაარქვა სიკვდილის ვირუსი. ეს ყველაფერი იმისთვისაა, რომ განმტკიცდეს სარწმუნოება და ლოცვა ჩვენი.

 

გეძლევათ ლოცვა-კურთევა, რომ დილას და საღამოს ნაკურთხი წყალი ასხუროთ კარ-მიდამოს, შვილებს და ღმერთი იქნება თქვენი მფარველი“, – განაცხადა პატრიარქმა ქადაგების დასრულების შემდეგ.

 

 

 

 

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X