14:02 | 2021-07-20 ავტორი: თეონა ყაჭიური

ღია სივრცეებში პირბადის ტარება, შესაძლოა, კვლავ სავალდებულო გახდეს – ამირან გამყრელიძის განცხადება

ღია სივრცეებში პირბადის ტარება, შესაძლოა, კვლავ სავალდებულო გახდეს – ამირან გამყრელიძის განცხადება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ქვეყანაში შექმნილ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ შესაძლოა გარკვეული შეზღუდვები კვლავ დაწესდეს, პირველ რიგში აღსრულებასთან მიმართებაში.

 

„ჩვენ ყველა ინდიკატორით გადავედით წითელ ზონაში. ეს არის განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობა. საბჭოზე იყო მსჯელობა და რიგი გამკაცრებები აუცილებლად იქნება პირველ რიგში აღსრულებასთან მიმართებაში.

 

მოშვებულია მოსახლეობა. პირბადის ტარება დახურულ სივრცეებშიც აღარ მიმდინარეობს და დღეს იქნა გადაწყვეტილება, რომ ღია სივრცეებში დაწესდეს. პირბადესთან მიმართებაში იცით რომ ვიძლეოდით რეკომენდაციას, რომ შეკრების ადგილზე პირბადის ტარება ყოფილიყო სავალდებულო. შტაბი დაამუშავებს ამ საკითხს და იქნება გადაწყვეტილება მიღებული“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური


X